30.05-01.06. 2025
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა თამთა თურმანიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში “Narrating Lives”: International Conference on Storytelling, (Auto)Biography and (Auto)Ethnography“, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით იტალიის ქალაქ კალიარიში. კონფერენცია ორგანიზებული იყო ლონდონის ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრის, მედიტერანიული ქვეყნების ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISEM) და იტალიის ეროვნული კვლევითი ცენტრის (CNR) მიერ.
კონფერენციაზე თამთა თურმანიძემ წაიკითხა მოხსენება “ბავშვობის ლანდშაფტები: რეზო გაბრიაძის სამყაროს გეოგრაფია”, რომელშიც გაანალიზა რეზო გაბრიაძის შემოქმედებითი მეთოდის საფუძვლები და სხვადასხვა მედიუმში (კინო, თეატრი, ლიტერატურა) გამოხატული ავტობიოგრაფიული თხრობის დამახასიათებელი დეტალები.
თამთა თურმანიძემ აგრეთვე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ისაუბრა თანამედროვე ქართულ კულტურის ხასიათისა და ტრადიციების შესახებ.
კონფერენციის პროგრამის და აბსტრაქტების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://life-history.lcir.co.uk