
გიორგი ცქიტიშვილი, „ბერიკა მსახიობელი“
თელავის თეატრის ცნობილი მსახიობის _ ვანო იანტბელიძის საიუბილეო 65 წლისთავის აღსანიშნავად, 2019 წელს გამოვიდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ გიორგი ცქიტიშვილის წიგნი ,,ბერიკა მსახიობელი~. წიგნში მკითხველი გაეცნობა ვანო იანტბელიძის მიერ შექმნილ თეატრალურ და კინოროლებს, მის წარმატებულ სცენურ სახეებს, კრიტიკოსთა წერილებსა და რეცენზიებს, თანამედროვე ქართული თეატრის მოღვაწეთა მოგონებებს. ისინი შთამბეჭდავად ავსებენ ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის შემოქმედებით პორტრეტს.