1993 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტყველების პედაგოგად.
2018 წლიდან არის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
1977 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) დრამის ფაკულტეტი, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით, პროფესორ გ. ჟორდანიას ჯგუფი.
არის უმაღლესი კატეგორიის მსახიობი.
მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში; შ. რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში; მეტეხის დრამატულ თეატრში; კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში’’.
მონაწილეობა აქვს მიღებული ტელე- სპექტაკლებსა და სერიალებში.
მუშაობდა ბავშვთა სტუდიაში “ბასტი-ბუბუ” – მეტყველების პედაგოგად.
პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ ბავშვთა სტუდიაში – მეტყველების პედაგოგად.
1996-2000 წწ – ხელოვნების ინსტიტუტი – მეტყველების პედაგოგი.
1997-2000 წწ – ტელე-რადიო ინსტიტუტი – მეტყველების პედაგოგი.
2006-2013 წწ – საქველმოქმედო ფონდი ,,პირველი ნაბიჯი’’ – მეტყველების თერაპევტი.
2010-2012 წწ – ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებული თეატრალური ინსტიტუტი – მეტყველების პედაგოგი.
2011-2012 წწ – ხელოვნების და მეცნიერების აკადემია – მეტყველების პედაგოგი.
2012-2014 წწ – სასულიერო სემინარია – მეტყველების პედაგოგი.
2013-2015 წწ -მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე – მეტყველების პედაგოგი.
2015-2018 წწ – ტელეკომპანია,,იბერია’’ – მეტყველების პედაგოგი.
2015-2019 წწ – ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მეტყველების პედაგოგი.