მომღერალი, პედაგოგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი;

1995წ. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სიმღერის სპეციალობით.

1995წ. მუშაობდა ქ. თბილისის სულხან – საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რ. ლაღიძის სახ. მუსიკის კათედრის პედაგოგად.

1999წ. გერმანიაში გაიარა დოცენტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსი მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სასწავლებელში.

2005წ. მუშაობდა ქ. თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგად.

2006წ. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

2006წ. არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლ „ქალგულო“-ს პედაგოგი, 2018 წლიდან კი – ხელმძღვანელი.

2009წ. არის ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი კონსულტანტი.

2014წ. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

2014 წ. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის – „ფარინა“ – ხელმძღვანელი.

2016წ. არის აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადა“-ს ვოკალის პედაგოგი.

2017წ. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ვოკალის პედაგოგი; ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური კონსულტანტი.

2018წ. არის ნ. ანდღულაძის სახელობის საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრის „მცირე პწკალა“-ს წარმოდგენის „მუსიკალური ცისარტყელა“-ს მუსიკალური კონსულტანტი.

არის არაერთი კონკურსის, კონცერტის, ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებული.

მუსიკალურად გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში, გორის გიორგი ერისთავის სახ. პროფ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა დამოუკიდებელ ახალგაზრდულ თეატრში „მარჯანიშვილელები“, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. პროფესიულ სახ. დრამატულ თეატრში, თავისუფალ თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ილიაუნის თეატრში, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში.

არის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.