ელ. წიგნები

ფილიპ ნუაზეტი – „თანამედროვე ცეკვა“ (2023)

იმისათვის, რომ დაამსხვრიოს დაწესებული ჩარჩოები, თანამედროვე ცეკვა გამოდის თეატრის შენობიდან.

ცათამბჯენის სახურავი, აეროპორტის საფრენი ბილიკი, აუზი და ფეხბურთის მოედანი, მიტოვებული ქარხანა ან ყველაზე მოდური გალერეა, მწვანე ველი თუ მაღარო, მუზეუმი ან შენობის ფასადი, სენის სანაპირო თუ ტიულრის ბაღი, საციგურაო მოედანი ან ცირკი, ეს ყოველივე ცეკვას მის შემქმნელთათვის უფრო გაბედულს ხდის.

დღეს, შესაძლოა ვიღაცის გონებაში დაიბადოს მთვარეზე პადედეს იდეა, კომბინეზონითა და სკაფანდარით! ან რანდევუ-ცეკვა წყალქვეშ…

მნიშვნელოვანია არა იმის ცოდნა, რომ ეს გამოვა, არამედ იმის რწმენა, რომ არ კმარა! თანამედროვე ცეკვას დღეს ყველაზე მეტად ესადაგება სერგეი დიაგილევის მიმართ ჟან კოქტოს ცნობილი ფრაზა: “გამაოცე!”.

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით.

თარგმანი: ვალერი ოთხოზორია
რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე, ლაშა ჩხარტიშვილი
დიზაინერ-დამკაბადონებელი: ეკატერინე ოქროპირიძე
კორექტორი: მანანა სანადირაძე
გარეკანის ფოტო და დიზაინი: ფილიპ ლორანი

გადმოწერა

Back to list