სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოცემები

წერილები ცეკვის შესახებ

ჟან-ჟორჟ ნოვერის „წერილები ცეკვის შესახებ“ – თარგმანი

მთარგმნელი: ხათუნა დამჩიძე

სიუჟეტური ბალეტის ფუძემდებლის – ჟან-ჟორჟ ნოვერის ნაშრომი „წერილები ცეკვის შესახებ“ 1760 წელს შტუტგარტში შეიქნა.  იგი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიაში და დღეს უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.

 „წერილები ცეკვის შესახებ“  ნოვერის  შემოქმედებითი გზის, გამოცდილებისა და მიღწევების ანალიზია.  სწორედ  მისი ძალისხმევით გაჩნდა  „სიუჟეტური ბალეტი“, რაც ბალეტის დამოუკიდებლად ფუნქციონირების დაწყებას, მის ავტონომიურობას ნიშნავდა.

1982 წელს, UNESCO-ს გადაწყვეტილებით დაარსდა ცეკვის საერთაშორისო დღე, რომლის აღნიშვნის თარიღად  29 აპრილი –   ჟან-ჟორჟ ნოვერის დაბადების დღე  აირჩიეს.

ჟან-ჟორჟ ნოვერის ნაშრომის – „წერილები ცეკვის შესახებ“ თარგმანი შესრულებულია რუსულიდან, 1927 წელს ლენინგრადში გამომცემლობა „აკადემიის“ მიერ გამოცემული ფრანგულენოვანი წიგნის  მიხედვით და დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2024 წელს გამოცხადებული კონკურსის – „სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“ – ფარგლებში.

თარგმანი შეასრულა დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ქორეოლოგმა ხათუნა დამჩიძემ. რედაქტორი – ეკატერინე გელიაშვილი – ქორეოგრაფ-ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

თარგმანი გამოიცა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“.

Back to list