
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ჟურნალ „კინ-O-ს“ ყოფილი მთავარი რედაქტორია. წინა წლებში იყო კინოჟურნალ “ფილმპრინტის” მოწვეული მთავარი რედაქტორი.
გიორგი რაზმაძე აქტიური კინომცოდნეა, წერს რამდენიმე გამოცემისთვის. ძირითადი საქმიანობა კი კინოს თეორიისა და ისტორიის კვლევაა კინოავანგარდის, ექსპერიმენტული კინოსა და ახალი მედიების მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული 25-მდე ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამართულ კონფერენციაზე, თითქმის ამავე რაოდენობის სამეცნიერო სტატიის ავტორიცაა. ამჟამად გამოცემული აქვს ერთი მონოგრაფია, თანამშრომლობდა ორი წიგნის შექმნაში როგორც ავტორი, თანაავტორია ერთი სახელმძღვანელოსი და თანარედაქტორია სამეცნიერო კრებულის. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. ამავე უნივერსიტეტში უძღვებოდა სპეცკურსს. მოწვეული იყო როგორც ტრენერი კინოფესტივალზე. აგრეთვე აქტიურად მართავს საჯარო ლექციებს.
სხვადასხვა დროს იყო ფესტივალების ჟიურის წევრი, პრემია „წინანდლის“ შესარჩევი კომისიის წევრი, კინოცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის კინოგანათლების ექსპერტი, აგრეთვე კინოცენტრის ქართულ კინოზე გამოცემული წიგნების მუდმივი ავტორი და სხვ. გიორგი რაზმაძე ამჟამად იკავებს მკვლევრის თანამდებობას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, აგრეთვე ამავე უნივერისტეტის მოწვეული ლექტორია.