2021 წლიდან იტალიის სახელოვნებო უნივერსიტეტებთან (Saint Louis Collage of Music, ISIA Roma Design, Accademia Nazionale di Danza) განხორციელდა მულტიდისციპლინარული პროექტი Body Sound DiVision (BsdV).
კონსორციუმის მიზანია ერთობლივი ინტელექტუალური პროდუქტის შექმნა მუსიკის, ცეკვისა და მულტიმედიის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა.
2021-2023 წლებში პროექტის ფარგლებში შედგა 6 სტუდენტის, 4 ადმინისტრაციული და 4 აკადემიური პერსონალის გაცვლა.
2022 წლის 1 დეკემბერს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა დოქტორანტ თამთა თავდიშვილის მიერ განხორციელებული კოლაბორაციული შემოქმედებითი პროექტი Performative Exhibition – ⸮ HWĪ [why]. მონაწილეობდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, რომის დიზაინის უნივერსიტეტისა (ISIA Roma Design) და ცეკვის ეროვნული აკადემიის (Accademia Nazionale di Danza) სტუდენტები.