
თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. თეატრმცოდნეობა.
1991-1994 – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტურა.
1994 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული კლასიკური პროზა სცენაზე (1970-1980-ანი წლები)“.
1986-1989 – საქართველოს კულტურის სამინისტრო. დრამატული თეატრების სამმართველოს ინსპექტორი.
1989-1993 – საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი. ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება” პასუხისმგებელი მდივანი.
1993-1997 – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გაზეთის “თეატრი და კინო” ჯერ რედაქტორის მოადგილე, შემდეგ რედაქტორი.
1994 წლიდან დღემდე – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი. კითხულობდა ლექციებს დისციპლინებში: ქართული თეატრის ისტორია, სათეატრო კრიტიკა და თეორია, ქართული თეატრალური რეჟისურის ისტორია (სპეციალობა მისი ხელმძღვანელობით დაამთავრა თეატრმცოდნეების ხუთმა ჯგუფმა).
1994-1997 – ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი.
1995-1998 – საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამომცემლობა ,,ქართული თეატრის” დირექტორის მოადგილე.
1997-2005 – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. თეატრის ისტორიისა და თეორიის კათედრის წევრი.
1998-2001 – საქართველოს კულტურის სამინისტრო. ხელოვნების სამმართველოს უფროსი.
2001 – საქართველოს კულტურის სამინისტრო. ხელოვნებისა და მუზეუმების დეპარტამენტის დირექტორი.
2001-2004 – საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე.
2004-2010 – შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება. თავმჯდომარის მოადგილე.
2005-2006 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. თეატრის ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე.
2009-2017 – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი.
2017 წლიდან დღემდე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
2019-2023 წლებში – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
მონაწილეა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლიდან დღემდე გამართულ ყოველწლიურ ადგილობრივსა თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში .
1994 – ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. (სადისერტაციო თემა: ,,ქართული კლასიკური პროზა სცენაზე, 1970-1980-ანი წლები”).
2007 – ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
1994-1997 – უფროსი მასწავლებელი.
1997-2006 – დოცენტი.
2006 -2011 – ასოცირებული პროფესორი.
2011 წლიდან დღემდე – პროფესორი.
ავტორია 100-ზე მეტი საჟურნალო თუ საგაზეთო პუბლიკაციის. მათ შორისაა სამეცნიერო ნაშრომები, რეცენზიები სპექტაკლებზე, თეორიული სტატიები თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, წერილები ცალკეულ დრამატურგთა, რეჟისორთა თუ მსახიობთა შემოქმედებაზე. ეს პუბლიკაციები გამოქვეყნებულია 1985 წლიდან დღემდე შემდეგ პერიოდულ გამოცემებში: გაზეთები: “თეატრი და კინო”, “ქართული თეატრის დღე”, ,,ლიტერატურული საქართველო”, “ახალი თაობა”, ,,ივერია-ექსპრესი”, „დურუჯი“ ,,დრონი”. ჟურნალები: ,,ხელოვნება”, ,,მნათობი”, „თეატრი“.
ავტორია წიგნების:
1994 – მონოგრაფია -,,ეკლიანი გზა ვარსკვლავებისაკენ” (რეჟისორ ლერი პაქსაშვილის შემოქმედება).
2011 – დამხმარე სახელმძღვანელო – „ამბავი ყოფილთა ქართულ სცენაზე“.
2019 – მონოგრაფია – „ბერიკა-მსახიობელი“ (ვანო იანტბელიძე – 65).
პროფესიული პრემია:
1990 და 1996 წლებში – ორჯერ, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემია ,,სეზონის საუკეთესო ნამუშევარი”, პრემია წლის საუკეთესო რეცენზიისათვის.