ქართული თარგმანი: ქეთევან მაისურაძე
ამოცემა Contemporary Lithuanian Theatre. Names and Performance წარმოადგენს და აანალიზებს XXI საუკუნის პირველ და მეორე ათწლეულებში მიმდინარე პროცესებს, როდესაც ლიეტუვაში ჩამოყალიბდა ძლიერი და საერთაშორისოდ აღიარებული თეატრი. წიგნის გამოცემის შემდეგ, 2019 წელს, ლიეტუვაში თეატრმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ახალმა თაობამ, ჩაანაცვლა რეჟისორების უფროსი თაობა – ეიმუნტას ნეკროშიუსი (1952–2018), რიმას ტუმინასი (1952–2024) და იონას ვაიტკუსი.
წიგნი „თანამედროვე ლიეტუვური თეატრი. სახელები და დადგმები“ ეძღვნება ლიეტუვური თეატრის თანამედროვე ისტორიასა და დღევანდელობას. იგი სხვადასხვა პერსპექტივით და ხედვით წარმოაჩენს ლიეტუვური თეატრის შემოქმედებასა და თეატრალურ ფენომენებს, განიხილავს აღიარებულ რეჟისორებს, რომლებმაც ლიეტუვაში საავტორო თეატრის ფენომენი შექმნეს, ასევე განიხილავს ახალგაზრდა თეატრის ხელოვანებისა და კოლექტივების სტრატეგიულ ინოვაციებს, ისევე როგორც, თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების ცვლილებებს. წიგნი თანამედროვე ლიეტუვურ თეატრს წარმოაჩენს, როგორც ცოცხალ და ინტერაქტიურ ქსელს, რომელიც აერთიანებს ყველაზე მრავალფეროვან ესთეტიკურ, კულტურულ, ისტორიულ და იდეოლოგიურ დისკურსებს.
ISBN 978-9941-9962-7-6