ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი. ამავე უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.

1972-1977-წწ. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში; სპეციალობა – კინომცოდნე. 1978-80 წწ. წარგზავნილი იყო მოსკოვის საკავშირო კინოს ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის კინოს ესთეტიკისა და თეორიის განყოფილების სტაჟიორად. 2005 წელს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ეკრანული თხრობა თანამედროვე ტელე-კინოხელოვნებაში“.

1977 – 2023 წლებში მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე: 1977 –1985 წწ. –კინოფაკულტეტის, ამავე ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის, თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო სექტორის ლაბორანტად; 1985 – 2004 წწ მუშაობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის უმცროს და შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 2005 წელს – ამავე ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელია. 2006-2007 წწ. მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად. 2007-2010 წწ. უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მიზნობრივი პროექტის „ქართული კინოს ენციკლოპედიის“ ერთ-ერთი მეცნიერ-მკვლევარია. უნივერსიტეტში სასწავლო და კვლევითი მიზნით, რეგულარულად მონაწილეობდა სხვადასხვა დროს გამოცემულ დამხმარე სახელმძღვანელო -კრებულების შედგენა-შემუშავებაში; 2015 -2016წწ – უნივერსიტეტის პროფესორებთან, მ. ლეკბორაშვილთან და მ. ლევანიძესთან ერთად, მუშაობდა კინოფაკულტეტის სტუდენტებისთვის სპეციალობის სახელმძღვანელოს შექმნის პროექტზე: „კინოკრიტიკა და თეორია. ფილმის ანალიზის საფუძვლები“, სახელმძღვანელო, გამოიცა 2016წ. „კენტავრის“ მიერ.

2017 – 2019 წწ – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დ. ჯანელიძის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ – თანამშრომელი, ხოლო 2019 წლიდან – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. რეგულარულად მონაწილეობს კვლევითი ინსტიტუტის პროექტებში, ბეჭდავს შრომებს „არტ-კვლევებში“(NN- 1,2,3,4). გამოსაცემად ამზადებს დამხმარე სახელმძღვანელოს თეატრისა და კინოს კინოსპეციალობის სტუდენტებისთვის „პოსტმოდერნისტული კინოხელოვნების“ შესახებ.

გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულებსა და სხვა პროფესიულ გამოცემებში, მათ შორისაა: დამხმარე სახელმძღვანელო „ქართველი რეჟისორები“ (წიგნი 1, 2;) პუბლიკაციები ჟურნალებში: „ხელოვნება“, „კრიტიკა“, ალმანახი „კინო“, სამეცნიერო-პოპულარული კრებული „ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმი“ და სხვ. 2000 წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მიღებული აქვს საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის სამდივნოს ჯილდო: „დიპლომი: „გამარჯვებულს კონკურსში 1988 წლის საუკეთესო ნაშრომისათვის კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის დარგში“.