გამოცემები

მაია კიკნაძე – ექსპრესიონისტული ტენდენციები XX საუკუნის 20-იანი წლების ქართულ თეატრში (დამხმარე სახელმძღვანელო) (2025)

ექსპრესიონიზმი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიმართულება იყო ლიტერატურასა და ხელოვნებაში. იგი ერთდროულად ვითარდებოდა პოეზიასა და პროზაში, დრამატურგიასა და თეატრში, მხატვრობასა და არქიტექტურაში, მუსიკასა და კინოში. ქართულ თეატრში, ექსპრესიონიზმი დაკავშირებული იყო ექსპერიმენტატორი რეჟისორების – კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის მოღვაწეობასთან და მათ გაბედულ ძიებებთან. სწორედ მათ ჩართეს ქართული თეატრის რეპერტუარში, როგორც ქართული, ისე გერმანული ექსპრესიონისტული დრამატურგია. სანდრო შანშიაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, გეორგ კაიზერის, ვალტერ ჰაზენკლევერის, ფრანც ვერფელის პიესებმა ხელი შეუწყვეს სასცენო ლექსიკის განახლებას, ახალი რეჟისორული ესთეტიკის გამოვლენასა და სცენოგრაფიის ახლებურ განვითარებას. ამავე დროს, გამოიკვეთა ორი განსხვავებული, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებიც დაკავშირებული იყო ექსპრესიონიზმის სახელთან. ერთი ქართულ დრამატულ თეატრში სანდრო ახმეტელის მოსვლა და სანდრო შანშიაშვილის სიმბოლისტურ-ექსპრესიონისტული პიესა „ბერდო ზმანიას“ განხორციელება, მეორე, კოტე მარჯანიშვილის თეატრის დაბადება ერნსტ ტოლერის პიესით „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“.

ISBN 978-9941-9962-8-3

Back to list