საქართველოს ბანკი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მოიპოვონ მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება.

სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს ერთი წლის განმავლობაში სწავლის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტმა  უნდა გაიაროს  წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტს, რომელიც არის:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • ბაკალავრიატის აკადემიური საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  •  აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და პროფესიული, შემოქმედებითი ან/და სამეცნიერო  აქტივობები; 
  • სტუდენტის  წინა სასწავლო წლის  აკადემიური მოსწრება GPA აღემატება 3,5-ს და არ ერიცხება კრედიტების დავალიანება.
  • პირველკურსელთა დაფინანსება განისაზღვრება  ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულით და შემოდგომის სემესტრის   აკადემიური მოსწრებით  (GPA აღემატება 3,5-ს და არ ერიცხება კრედიტების დავალიანება).

მონაწილეების შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად. I ეტაპი – განაცხადის (დოკუმენტაციის) გადარჩევა, ხოლო II ეტაპი – გასაუბრება.

აპლიკაციების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: სტუდენტების სივრცე | საქართველოს ბანკი