2022-2023 წლებში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პროექტის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ტრენინგების სამი კურსი როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე აუდიტორიაში:

კურსი 1 – „ფსიქოტექნიკა და შემოქმედებითი უნარები“ (პედაგოგები: თამთა თავდიშვილი, თიკო ქათამაშვილი)

პრომო ვიდეო 1

კურსი 2 – „ციფრული უნარების განვითარების კურსი“ (პედაგოგები: რეზი ჭიჭინაძე, თამთა თურმანიძე, ქეთევან ოჩხიკიძე)

პრომო ვიდეო 2

კურსი 3 – „ბიზნეს პრე-აქსელერაციის კურსი“ – იდეიდან თქვენი პროდუქტის/სერვისის კომერციალიზაციამდე (პედაგოგები: დოდო ჭუმბურიძე, გიორგი ფხაკაძე).

პრომო ვიდეო 3

პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგების შინაარსმა შემდგომი განვითარება ჰპოვა უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში: პედაგოგების – თათა თავდიშვილის, რევაზ ჭიჭინაძის, დოდო ჭუმბურიძის და პროექტის მენეჯმენტ ჯგუფისა და აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელის ნატო გენგიურის მიერ შემუშავდა სრულიად ახალი სასწავლო კურსები და როგორც არჩევითი საგნები დაემატა სხვადასხვა სპეციალობების (ხელოვნების ისტორიის, თეატროლოგიის, კინომცოდნეობის და ქორეოლოგიის) პროგრამებს.

2023 წლის შემოდგომაზე ამ პროგრამებმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და Erasmus + პროექტის ფარგლებში შექმნილი კურსები ინტეგრირდა სასწავლო პროგრამაში:

  • სამაგისტრო პროგრამა:

„სამეწარმეო უნარები კულტურაში“

პედაგოგი: დოდო ჭუმბურიძე

  • საბაკალავრო პროგრამა:

„კულტურა ახალ მედიაში“

პედაგოგი: რევაზ ჭიჭინაძე

„შემოქმედებითი უნარები“

პედაგოგი: თამთა თავდიშვილი