
სახელმძღვანელო „ქართული პროფესიული თეატრის ისტორია (საწყისებიდან XIX საუკუნემდე). ტ. I“ დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიანი პროექტის „ქართული პროფესიული თეატრის ისტორია“ პირველი ნაწილია. პროექტის მიზანია ქართული თეატრის ისტორიის სრულად ამსახველი მრავალტომეულის მომზადება და გამოცემა.
სახელმძღვანელო – „ქართული პროფესიული თეატრის ისტორია (საწყისებიდან XIX საუკუნემდე). ტ. I“ – მომზადდა დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადმიური პერსონალის მიერ. იგი მოიცავს:
- საწყისები
- მითოლოგია და სანახაობა
გიორგი ცქიტიშვილი
თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
- სანახაობითი დანიშნულების ნაგებობათა ისტორიისთვის საქართველოში /უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე/
ირმა დოლიძე
ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
- ძველქართული ნიღბების იმპროვიზაციული თეატრი ბერიკაობა
თამარ ქუთათელაძე
თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
- ფერხული
ხათუნა დამჩიძე
ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
- შუა საუკუნეების ქართული თეატრი სახიობა
- ერეკლე II-ს ეპოქის თეატრი
ლაშა ჩხარტიშვილი
თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
- სახალხო დღესასწაული ყეენობა
მაია კიკნაძე
თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
- საკულტო-სარიტუალო სანახაობათა წყობა 26 თოჯინების სახალხო თეატრი და კოლექტიური შრომისადმი მიძღვნილი სანახაობანი
ნიკოლოზ წულუკიძე
თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
იდეის ავტორი და ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი – გიორგი ცქიტიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
პროქტის/კვლევების კოორდინატორი – ლაშა ჩხარტიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
რედაქტორი – მარინე (მაკა) ვასაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
სახელმძღვანელო „ქართული პროფესიული თეატრის ისტორია (საწყისებიდან XIX საუკუნემდე). ტ. I“ მომზადდა და გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. გამოიცა 2025 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“.