
კინორეჟისორი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების დოქტორი, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აუდიოვიზუალური რეჟისურის სამაგისტრო და აუდიოვიზუალური ხელოვნების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ამავე პროგრამების დოკუმენტური კინოს რეჟისურის მოდულების ხელმძღვანელი, კინორეჟისურის (მხატვრული და დოკუმენტური) საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი.
გადაღებული აქვს 30-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიული და სხვა სამეცნიერო ნაშრომები სატელევიზიო რეკლამის, დოკუმენტური კინოს და ტელერეჟისურის შესახებ.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეში“. მუშაობდა ტელემაუწყებლებში: „მე-9 არხი“, „იბერია“, „მზე“. ამჟამად მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის არქივის კინო-ფოტო და ვიდეო ფონდების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.