
გიორგი ფხაკაძე – PhD. მენეჯმენტის დოქტორი (ხელოვნების მენეჯმენტში), საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი.
გიორგი ფხაკაძეს გააჩნია 15 წელზე მეტი ხნის უწყვეტი ადმინისტრაციული და აკადემიური მოღვაწეობა უნივერსიტეტში.
მიმდინარე პოზიცია: სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი (2025 წლიდან).
ადმინისტრაციული გამოცდილება: იკავებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის (2023–2025) და ფაკულტეტის დეკანის მოადგილის (2010–2023) თანამდებობებს. მუშაობდა სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელად (2007–2017) და მართვის დეპარტამენტის უფროსად (2009–2010).
აკადემიური ხარისხი: PhD. მენეჯმენტის დოქტორი (ხელოვნების მენეჯმენტში, 2021).
სამეცნიერო ფოკუსი: მისი კვლევები ფოკუსირებულია კრეატიულ ეკონომიკაზე, კულტურის ინდუსტრიებზე , ფანდრაიზინგსა და ფინანსურ არქიტექტურაზე.
სასწავლო კურსები: კითხულობს ლექციებს ფანდრაიზინგსა და სპონსორობაში (2013-დან), სტრატეგიულ მენეჯმენტში და პროექტის მენეჯმენტში (პრაქტიკული კურსი).
პროექტების მართვის ფართო გამოცდილება (კულტურა, მედია, რეგიონები)
გიორგი ფხაკაძის პროექტების პორტფოლიო მოიცავს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სოციალური სფეროს მასშტაბურ ინიციატივებს, რაც უზრუნველყოფს მისი აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებას.
კინო-საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები
საყმაწვილო კინოსკოლები და ფესტივალები: არის ფოთის (2021–2024), ონის (2021–2024) საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლების და აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის (2017–2019) ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.
პროდიუსინგის მასტერკლასები: ხელმძღვანელობდა „მასტეკლასები პროდიუსინგში – იდეიდან ფილმწარმოებამდე“ პროექტს (2025).
კულტურის სტრატეგია: იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკოორდინაციო ჯგუფის წევრი საქართველოს კულტურის სტრატეგიაზე მუშაობისას (2015).
რეგიონული კულტურა: მონაწილეობდა პროექტებში: „კინოტური – ქართული ფილმი“ (2018–2019), „არტ_ბანაკი სავანე“ (2006) და „სამუზეუმო საქმიანობის ინიციატივები“ (2016–2019).
სოციალური, ახალგაზრდული და საერთაშორისო პროექტები
ახალგაზრდული მართვა: ხელმძღვანელობდა მრავალ ახალგაზრდულ პროექტს, მათ შორის: „ლიდერობა ახალგაზრდებში“ (2015), „ჯანსაღი თაობა – ჯანსაღი მომავალი“ (2014) და „ნაბიჯი წარმატებისკენ“ (2013–2015).
საერთაშორისო გამოცდილება: მონაწილეობდა ევროკავშირისა და ერასმუს+ პროგრამების ფარგლებში ტრენინგებში (მაგ., CEO პროგრამა ევროპის ბიზნეს სკოლაში, სტაჟირება აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ფონდში).
ფანდრაიზინგი: გაიარა სპეციალიზებული ტრენინგები ჩეხეთის ფანდრაიზინგის ცენტრში (CFC) ფანდრაიზერების საერთაშორისო პლატფორმის შექმნისთვის (2016).
სპორტი და საზოგადოება: არის საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბის, „ჯვაროსნების“, დამფუძნებელი და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2011–დღემდე).
მენეჯერული გამოცდილება კულტურისა და თვითმმართველობის სფეროში
უნივერსიტეტში საქმიანობამდე, გიორგი ფხაკაძე მუშაობდა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე:
საქართველოს ეროვნული გალერეა: გენერალური დირექტორის მოადგილე (2006–2007).
ადგილობრივი თვითმმართველობა: იყო ქუთაისის კულტურის სამსახურის მოწვეული სპეციალისტი მენეჯმენტის საკითხებში (2005–2006) და ქუთაისის მერის თანაშემწე (1997–1998).
საბაჟო დეპარტამენტი: საბაჟო „ქუთაისის აეროპორტის“ უფროსის მოადგილე (1998–2004).