
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელოვნებო მოცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. ავტორი სახელმძღვანელოების:
• „ახალი მედიუმი – ციფრული მედიისა და მედიაარტის ძირითადი სახეები“, 2021წ; ISBN 978-9941-9767-7-3
• „პროპაგანდის ფორმები სამაუწყებლო მედიაში“, 2015წ; ISBN 978-9941-9401-9-4
• „სამაუწყებლო მედიაპროპაგანდის ანალიზი (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე)“, 2015წ; ISBN 978-9941-9437-0-6
• თანაავტორი სამეცნიერო შრომების კრებულის „კულტურა მედიაში“, 2019წ; ISBN 978-9941-9630-6-3
არის მრავალი სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი, მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების სფეროში;
არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე;
საერთაშორისო სერტიფიკატები:
• MEP; World Chicago და აშშ-ს საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის კურსდამთავრებული 2022 Chicago USA (სერტიფიკატი)
• თანამშრომლობა უნივესიტეტთა შორის, სტარტაპ ეკოსისტემა, დიზაინ-აზროვნება, მარკეტინგის სტრატეგია. RISEBA University Riga (სერტიფიკატი)
• ტრეინინგ კურსი ციფრული სწავლება საუნივერსიტეტო გარემოში Erasmus+ program (სერტიფიკატი)
• ციფრული დეზინფორმაცია ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC), გერმანიის საერთაშორისო მედია აკადემიასთან (IMA), (სერტიფიკატი)
• სწავლების მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლების დროს (ინოვაციური განათლების ცენტრი – სერტიფიკატი)
• UNFPA სენსიტუური რეპორტინგი (სერტიფიკატი)
• ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ჟურნალისტური აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი.
არის მრავალი სატელევიზიო პროექტის ავტორი, წამყვანი და პროდუსერი; საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი.
დაამთავრა თბილისის ბიზნესის და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართალის სპეციალობა და აშშ-ს, “Philips“ E კოლეჯი „ESL“–ის პროგრამა. 2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ჟურნალისტურ აკადემიაში.