დავით ჯანელიძე – კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი
1980წ. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
კინორეჟისორი, ევროპული კინოაკადემიის (EFA) წევრი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, სამი საერთაშორისო კინოფესტივალის “გრან-პრი“-ს მფლობელი (ალმა-ათა 1986, მანჰეიმი 1987, მონპელიე 1992); მიღებული აქვს პრიზები რიგის, მიუნჰენის, იერუსალიმის, თბილისის, სან ფრანცისკოს, როტერდამის საერთაშორისო ფესტივალებზე.
1981წ-დან 2001წ-მდე კინოსტუდია „ქართული ფილმი“, დამდგმელი რეჟისორი
2002-2003წწ ტელეკომპანია „იმედი“, დამდგმელი რეჟისორი
1995-2000 თსუ პედაგოგი, დოცენტი
1996-2001 თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პედაგოგი
2007- 2013 ასოც. პროფ. კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი
2014- 2022 სრ. პრ. წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე
2023 წლის 1 იანვრიდან იკავებს კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას.
არის ორი წიგნის რედაქტორი – ოთარ იოსელიანი – „ლუი“; რეზო ესაძე – „ბიალონი“.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული.
სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე და წევრი (ლოძი, ბაქო, ბათუმი, პლოვდივი, თბილისი და სხვ.).
რამდენიმე სტუდენტური და ახალგაზრდული კინოფესტივალის დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანალი და დირექტორი (“ჩვენ მოვდივართ”, “სესილი”, “ამირანი”).
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის რამდენიმე შემოქმედებითი კონკურსის კომისიის წევრი.
რეჟისორია მხატვრული და დოკუმენტური ფილმებისა და ტელესერიალების:
1982 – “ვერსათრიელა” 17წთ. 35მმ. მხატვრული. ფესტივალები: როტერდამი, პეზარო. 1985 – “დედუნა” 65წთ. 35მმ. მხატვრული. ფესტივალები: ალმა-ატა, მთავარი პრიზი 1986წ. მანჰეიმი, გრანპრი 1987წ.
1990 – “მდგმურები” 80წთ. 35მმ. მხატვრული. ფესტივალები: მიუნხენი, ოქროს ვარსკვლავი 1991წ. მონპელიე, გრანპრი 1992წ. მონრეალი, როტერდამი და სხვ.
1994 – “ციხესიმაგრე” 108წთ. 35მმ. მხატვრული. ფესტივალები: მიუნხენი, რიგა, როტერდამი, თბილისი, ჟიურის სპეციალური პრიზი 1994წ.
1996 – “1001 ღამე თბილისში”, ტელესერიალი, პირველი არხი
1998 – “წილკანი” 46წთ. დოკუმენტური
1999 – “ვანო მელიაშვილი” 17წთ. დოკუმენტური.
2001 – “საქართველო – ბოლო ათი წელი, უკომენტაროდ” 46წთ. დოკ.
2003 – “მტვრის გემო” ტელესერიალი, ტელეკომპანია “იმედი”. ფესტივალები: მონტე – კარლო 2004, მილანი – 2005.
2004 – “მეიდანი – სამყაროს ჭიპი” 52წთ. დოკუმენტური. სტუდია PS pictures (ჰოლანდია), საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. ფესტივალები: თბილისი, სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი 2004, პრიზი საუკეთესო სცენარისათვის “სახალხო ფესტივალი მზე” 2005, როტერდამი 2005, იერუსალიმი 2005, ლონდონი 2005, ერევანი 2005, სან – ფრანცისკო 2005.
2005 – “კავშირი” 11წთ. მხატვრული. ფესტივალები: როტერდამი 2005, როდოსი 2005, თბილისი 2005.
2006 – “ატაგენუსი” ტელესერიალი, ტელეკომპანია “იმედი”.
2009 – “ჯაყოს ხიზნები” მხატვრული. სტუდია “ტაია”,საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. ფესტივალები: ტალინი 2010, ბუქარესტი 2010, თბილისი 2010, ერევანი 2011, ბაქო 2011, პეტერბურგი 2012
2013 – “დოსიე პიკადორი”-ტელესერიალი.