ანდრო ენუქიძე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ხელოვნების დოქტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული დრამატული თეატრის რეჟისორის კვალიფიკაციით. გრენობლის (საფრანგეთი) მენეჯმენტისა და პერფორმანსის საერთაშორისო აკადემია UniMan-ის კურსდამთავრებული არტმენეჯმენტის სპეციალობით. მინიჭებული აქვს PHD ხარისხი.
1988-1993 წწ. – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის რეჟისორის ასისტენტი;
1993-1996 წწ. – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მასწავლებელი;
1996 წელს გადაყვანილი იქნა უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე;
1996-1997 წწ. – ბილკენტის (ანკარა, თურქეთი) უნივერსიტეტის მუსიკისა და სასცენო ხელოვნებათა განყოფილების სათეატრო განყოფილების მოწვეული სპეციალისტი, ჯგუფის ხელმძღვანელი
2008-2010 წწ. – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასისტენტი;
2010-2014 წწ. – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
2010 წლიდან დღემდე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ჯგუფის ხელმძღვანელი
2014 -2022 წ.წ. – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი;
2020 წლიდან დღემდე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დარამის ფაკულტეტის დეკანი საქართველოს, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთის და რუსეთის თეატრებსა და უნივერსიტეტებში, საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის პირველ არხზე დადგმული აქვს 80 ზე მეტი სპექტაკლი, ფლობს არაერთ საერთაშორისო პრემიას და პრიზს.