მარადიული წარმოდგენები და სიმბოლოები, პირველყოფილი საზოგადოებიდან მოყოლებული, ყოველ ეპოქაში იჩენს თავს და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ისინი საფუძვლად უდევს ადამიანის სულიერი მოღვაწეობის ყველა სფეროს, მათ შორის ხელოვნებას. ხოლო, ხელოვნების მეცნიერული კვლევა უკავშირდება ამ სიმბოლური ენის წვდომას, ნიშანთა დეკოდირებას და მათ მიღმა არსებულ ფენომენთა შესწავლას.
ამ უნივერსალურ სიმბოლოებს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს და იგი, სხვადასხვაგვარი გამოვლინებით, ქართული ცეკვების ქორეოგრაფიულ ნახაზშიც გვხვდება. ქართული ხალხური ქორეოგრაფია კი, მოძრაობით გადმოცემული ქართველი ერის ისტორიაა, რომლის ნიმუშები უძველესი დროიდან არის ცნობილი.
ISBN 978-9941-9987-5-1