“ეტიუდების XIV საერთაშორისო ფესტივალი”
იწყება განცხადებების მიღება „ეტიუდების XIV საერთაშორისო ფესტივალში“ მონაწილეობის მსურველთათვის.
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ I – III კურსის დრამის ფაკულტეტის ყველა მიმართულების სტუდენტს (სამსახიობო, სარეჟისორო, თოჯინური, პანტომიმა, ქორეოგრაფიული).
განცხადებების მიღება იწარმოებს ონლაინ და შემოტანის საბოლოო ვადაა 7 მარტი.
განცხადების შესავსებად გთხოვთ გადახვიდეთ მიმაგრებულ ბმულზე.
სტუდენტური თვითმმართველობის სახელით გისურვებთ წარმატებებს!