საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სათეატრო სასწავლებელია მსოფლიოში, რომელსაც 2023 წელს 100 წელი შეუსრულდა.
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის 8 დეკემბერს გამართა უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია – „ისტორიის კვალდაკვალ – სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე“ და მოამზადა ამავე სახელწოდების საიუბილეო კრებული. მასში წამოდგენილია ინსტიტუტის მკვლევართა სტატიები საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის – სასცენო ხელოვნების ინსტიტუტის, შემდგომში – თეატრალური ინსტიტუტის, დღეს – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ისტორიასა და დღევანდელობაზე.
ISBN 978-9941-9938-7-9