2024 წლის 13 ნოემბერი

საქართველოს შოთა რუათაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე ელექტრონული ბაზების გამოყენება სამეცნიერო კვლევებზე  მუშაობისას.

ტრენერი:  ნინო ქირია, სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე
სამიზნე ჯგუფი: დოქტირანტები, მაგისტრანტები   სხვა დაინტერესებული პირები

2024 წლის 15 ივლისი

საქართველოს შოთა რუათაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკამ 15 ივლისს  ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ელექტრონული ბაზების გამოყენება სამეცნიერო კვლევებზე  მუშაობისას“.

ტრენერი:  ნინო ქირია, სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე

სამიზნე ჯგუფი: დოქტირანტები, მაგისტრანტები, აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები

ტრენინგის თემატიკა:

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ გამომცემლობის Elsevier-ის  მონაცემთა ბაზებს  Scopus-ისა და Science Direct -ის ელექტრონული რესურსების წვდომა/გამოყენება.

განსახილველი საკითხები:

  • Elsevier-ის გზამკვლევის მოძიება;
  • Scopus-ისა და  ScienceDirect-ის შედარებითი ანალიზი;
  • ScienceDirect-ზე საკვანძო სიტყვის გამოყენებით მასალის მოძიება;
  • ScienceDirect-ზე ჟურნალების და წიგნების მოძიება;
  • მასალის მოძიების ზოგადი წესები;
  • ოპერატორების OR, AND, AND NOT გამოყენება ფრაზით ძებნისას;
  • რაში გვეხმარება Scopus-სი სამეცნიერო კვლევების დროს;
  • როგორ მოვიძიოთ ფილტრების გამოყენებით მასალა Scopus-ში;
  • Scopus-ში მასალის მოძიების წესები.

2024 წლის 23-24 აპრილს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკამ  გამომცემლობა „კენტავრთან“ ერთად მონაწილეობა  მიიღო “ წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალში“, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ  თსუ ბიბლიოთეკა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.  საქართველოში აკრედიტებულმა 10-მა უმაღლესმა სასწავლებლებმა და 24-მა გამომცემლობამ საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემული წიგნები წარუდგინეს.  ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა და გაიყიდა, როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური წიგნები. ორივე დღე დატვირთული იყო აქტივობებით:  შემეცნებითი ლექციები, წიგნების წარდგენა,  დისკუსიები.


14 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი 2023. ფესტივალი მიეძღვნა პირველი სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნის – მარიო მაჯიოს „ქართული ენის გრამატიკა“ – გამოცემის 380-ე და თბილისში ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსების 315-ე წლისთავს.

საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი თსუ ბიბლიოთეკის ინიციატივით და თბილისის 15 უნივერსიტეტის მონაწილეობით პირველად გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც წარმოადგინა გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე გამოცემული წიგნები.

საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად.

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

„მიხარია, რომ უნივერსიტეტის თაოსნობით და ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, საფუძველს ვუყრით სრულიად ახალ ღონისძიებას – ეს არის საუნივერსიტეტო წიგნების ფესტივალი, რომელიც ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურას მოიცავს. გვინდოდა, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ერთიან სივრცეში ენახა ის შედეგები, რაც ქართულ მეცნიერებაშია მიღწეული“, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

ფესტივალს ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერიტეტის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ ადმინისტრეციის ხელმძღვანელის მოადგილე – გიორგი ფხაკაძე, სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი – ნანა მაჩაბელი და ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნინო ქირია. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილმა წიგნებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

დიდ მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.


2022 წლის 8 დეკემბერს

სასწავლო სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ჩაატარა პრეზენტაცი-ტრენინგი დოქტორანტებისა და მაგისტრებისთვის – „სამეცნიერო ნაშრომების და სტატიების გამოქვეყნება საერთაშორისო სამეცნიერო საძიებო სისტემებში“.

განიხილება შემდეგი სამეცნიერო ციფრული საცავები: ResearchGate, Google Scholar, Academia.edu, openscience.ge.

პრეზენტაციის ავტორი: ნინო ქირია

2023 წლის 25 მაისს

ჩატარდა ტრენინგი „ელექტრონული ბაზების გამოყენება სამეცნიერო კვლევებისთვის“ დოქტორანტების I კურსთან.

პრეზენტაციის ავტორი: ნინო ქირია

პრეზენტაცია ეხება გამომცემლობა Elsevier-ის ონლაი მონაცემთა ბაზებს Scopus-ს და Science Direct-ს.


ტრენინგების ციკლი – „ელექტრონული ბაზების გამოყენება სამეცნიერო კვლევებისთვის“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკამ დაიწყო ტრენინგების ციკლი დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის – „ელექტრონული ბაზების გამოყენება სამეცნიერო კვლევებისთვის“.

I ტრენინგი ჩატარდა 17 მაისს დოქტორანტებისთვის დისტანციურ ფორმატში;

II – 17 ივნისს სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის;

III – 27 ივნისს დრამის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის;

IV – 4 ივლისს კინო-ტელე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

პრეზენტაციის ავტორი: ნინო ქირია

პრეზენტაცია ეხება გამომცემლობა Elsevier-ის ონლაი მონაცემთა ბაზებს Scopus-ს და Science Direct -ს.

Elsevier-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ გამომცემლობაა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავეცნოთ უახლეს სამეცნიერო კვლევებს და აღმოჩენებს მეცნიერების ყველა დარგში. სამეცნიერო ბაზები Scopus და Science Direct-ი შესაძლებლობას გვაძლევს მოვიძიოთ სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები, ანოტაციები, ასევე წიგნები, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი სიახლეები.