
წარმოგიდგენთ 2024 წლის თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრებს:
აშვინი მალიკი – სცენარისტი (ინდოეთი)
აშვინი მალიკი გახლავთ სცენარისტი ქ. მუმბაიდან (ინდოეთი). არის სცენარის კონსულტანტი და დამოუკიდებელი კინორეჟისორი. მან თავისი კარიერული სვლა დაიწყო ტელევიზიაში მოღვაწეობით, სადაც რამდენიმე გადაცემის სცენარისტი და რეჟისორი იყო.
2004 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასწავლიდა ინდოეთის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტში (FTII). ამჟამად ხელმძღვანელობს სასცენარო ფაკულტეტს ქ. მუმბაის ინსტიტუტში – Whistling Wood International.
მარიამ კანდელაკი – რეჟისორი და პროდიუსერი (საქართველო)
მარიამ კანდელაკი კინოსამყაროში გამოირჩევა თავისი მაღალი პროფესიონალიზმით. იგი მოღვაწეობს როგორც ანიმაციის რეჟისორი და პროდიუსერი. მარიამ კანდელაკი არის საერთაშორისო კინოფესტივალ „ნიქოზის“, ყოველწლიური საერთაშორისო ანიმაციური კონფერენციის – “Anima Tbilisi“ – ორგანიზატორი, ასევე საქართველოს ანიმატორების ასოციაცია „SAQANIMA“-სა და საგანმანათლებლო პროექტ „ანისი ჯორჯიას“ დამფუძნებელი. სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში მიღებული აქვს 50 -ზე მეტი ჯილდო.
ბერტ ბეიენსი – კინორეჟისორი, ბელგიის სამეფო
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თეატრის, კინოს, ხმის და ხელოვნების სამეფო ინსტიტუტს RITCS-ს (ბრიუსელი, ბელგია), ასევე იყო GEECT-ის (ევროპული კინოსკოლების გაერთიანების) პრეზიდენტი.
ბერტ ბეიენსი არის ფლამანდრიული კინოფონდის (VAF) საბჭოს და ევროპის კინოაკადემიის (EFA) წევრი.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
პარტნიორები:
საქართველოს კინოაკადემია, ლეპერტი, რადიო ფორტუნა, „შავი ლომი“.