”რაინერ ვერნერ ფასბინდერი (1945-1982) მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმნაული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ახალი გერმანული კინოს უმთავრესი პროტაგონისტი – არა მხოლოდ გენიალური კინორეჟისორი, არამედ დრამატურგი, მსახიობი და პროდიუსერიც იყო. კრებული მკითხველს წარუდგენს ფასბინდერს, როგორც რადიკალურ და უკომპრომისო დრამატურგს, რომლის პიესებშიც ბიურგერული ყოფის მოჩვენებითობა, სუსხი და მარტოსულობაა გამჟღავნებული, თანაც ისე, რომ ამას არც დიდაქტიკურად მომართული საჩვენებელი თითი და არც ყალბი კათარზისის დაპირება მოსდევს. ფასბინდერის პიესები მკოთხველსა თუ მაყურებელს განსაკუთრებული ტიპის სარკეს სთავაზობს, ამ სარკის მეშვეობით საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურებში საკუთარი თავის ამოცნობა და საკუთარი როლის ეჭვქვეშ დაყენებაა.
მთარგმნელი: გიორგი ჯამბურია
რედაქტორი: მარინე (მაკა) ვასაძე, ანა კვინიკაძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე
კორექტორი: მანანა სანადირაძე
ISBN 978-9941-9881-6-5