რექტორის აპარატი შეიქმნა 2023 წლის 1 აპრილს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რექტორს უფლებამოსილების განხორციელებაში.
რექტორის აპარატის ფუნქციებია:
- ეფექტური კომუნიკაციის წარმოების გზით რექტორისა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა.
- საგარეო ურთიერთობებში, უნივერსიტეტისა და მესამე პირების შეხვედრების ორგანიზება/მხარდაჭერა, რაც გამოიხატება საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების წარმომადგენლებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიღების ორგანიზებაში.
- საგარეო ურთიერთობებში, უნივერსიტეტის პარტნიორ სტრუქტურებთან/ორგანიზაციებთან/ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან რექტორის ვიზიტების ორგანიზება.
- უნივერსიტეტში ან/და უნივერსიტეტის მონაწილეობით განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში.
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობების პირებისადმი რექტორის დავალებების, მითითების და განკარგულებების სრულყოფილად შესრულების მონიტორინგი.
- სოციალური მედიის მართვა.
- სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა და ა.შ.
რექტორის აპარატი სტრუქტურულად ექვემდებარება უნივერსიტეტის რექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
რექტორის აპარატის სტრუქტურა
მერი დადიანი
რექტორის აპარატის უფროსი
ნიკოლოზ წულუკიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
სოფიო ნიორაძე
სოციალური მედიის კოორდინატორი
ირინა ვახანია
საქმისმწარმოებელი, მდივან-რეფერენტი
ივანე კიკნაძე
უნივერსიტეტის ვებ-გვერდების მენეჯერი.
ირაკლი გრძელიშვილი
დასაქმებისა და კარიერული განვითარების კოორდინატორი
საკონტაქტო ინფორმაცია:
რუსთაველის გამზირი #19
თბილისი 0108
საქართველო
ტელ: (995 032) 2999411
ელ.ფოსტა: rectoroffice@tafu.edu.ge