სასწავლო ტელევიზია ARTv არის უნივერსიტეტის ფარგლებში შექმნილი მედია პლატფორმა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინტერესების, შეხედულებების და მიღწევების გაშუქებას. მისი მიზანია სტუდენტებს საშუალება მისცეს, წარმოაჩინონ საკუთარი იდეები და პროექტები ფართო აუდიტორიის წინაშე. ტელევიზია ითვალისწინებს დინამიურ და კრეატიულ ფორმატებს, რათა მიიპყროს ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღება.
ტელეკომპანია ARTv, როგორც ბრენდული სახელიც მიგვანიშნებს, სპეციალიზებულია ხელოვნების მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდების ხელშეწყობაზე. ეს არის პლატფორმა, რომელიც შექმნილია ხალხისთვის, რათა გააცნოს მათ ხელოვნების სხვადასხვა დარგის მრავალფეროვანი სამყარო. ტელეკომპანია ARTv ხშირად აშუქებს ხელოვანთა, რეჟისორთა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლთა გამოფენებს, ინტერაქტიულ შოუებს და ღონისძიებებს.
ხელოვნების ტელევიზია ARTv შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც კულტურული საგანძური, რომელიც ხელ უწყობს საზოგადოების განათლებას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ამ ტელევიზიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს იმ ახალგაზრდების წარმოჩენაში, რომლებიც ნაკლებად ცნობადები და მიმზიდველნი არიან კომერციული ტელევიზიებისთვის.
ტელეკომპანია ARTv-ის ძირითადი საქმიანობა მოიცავს:
- მუსიკალური გადაცემები – კლასიკური მუსიკის კონცერტები, თანამედროვე მუსიკოსების გამოკვლევა, მუსიკალური ნამუშევრების ანალიზი.
- გადაცემები კინოს შესახებ – ფილმების განხილვა, ინტერვიუები კინორეჟისორებთან, ანალიზი და სხვა.
- თეატრი – თეატრალური წარმოდგენების ჩვენებები, დრამატურგიის განხილვა, ლექციები თეატრის ისტორიასა და განვითარებაზე.
- ხელოვნების ნიმუშების გამოფენები – სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრების წარმოჩენა, ასევე ექსპერტების ანალიზი და განხილვები.
- გადაცემები კულტურის ისტორიაზე – ერის კულტურისა და ისტორიის შესწავლა, ეროვნულ და საერთაშორისო მემკვიდრეობის აღდგენა და დაცვა.
- ახალგაზრდული დისკუსიები – სტუდენტური განზოგადებული დისკუსიები აქტუალურ სოციალურ და კულტურულ თემებზე.
- ინტერვიუები პროფესორებთან და მოწვეული სტუმრებთან – სტუდენტების მიერ ორგანიზებული ინტერვიუები უნივერსიტეტის ცნობილ წარმომადგენლებთან.
- სტუდენტური სიახლეები – უნივერსიტეტის აქტივობების, ღონისძიებების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება.
- წიგნების განხილვა – სტუდენტების მიერ წიგნების მიმოხილვა და ანალიზი.
სასწავლო ტელევიზიაში ARTv სტუდენტებს საშუალება ეძლევათ თავად მოამზადონ სატელევიზიო პროდუქტი. ახალგაზრდებს აქვთ თავისუფლება ექსპერიმენტებში, რათა შეისწავლონ მუშაობის სხვადასხვა ტექნიკა და ფორმები, რაც მათ საშუალებას მისცემს სიღრმისეულად აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი. ვფიქრობთ, სტუდიაში და ნებისმიერ შემოქმედებით სივრცეში თავისუფალი აზროვნების წახალისება მნიშვნელოვანია.
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები და ციფრული მედია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მომავალი ხელოვანები უნდა იყვნენ უნარიანნი სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების და პროგრამების გამოყენებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავიანთი შემოქმედება ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ.
სასწავლო ტელევიზიაში ARTv ყველასთვის ხელმისაწვდომია ტექნიკური ბაზა , რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მოამზადონ ხარისხიანი სატელევიზიო კონტენტი.
- ვიდეო და აუდიო აღჭურვილობა – პროფესიული კამერები, მიკროფონები, განათების სისტემები.
- პოსტპროდუქცია – კომპიუტერები, ვიდეო გადამუშავების და მონტაჟის პროგრამები (Final Cut Pro, Adobe Premiere Pro).
- სოციალური მედია – სტუდენტები სატელევიზიო კონტენტს ათავსებენ სოციალურ მედიაში (YouTube, Instagram, Facebook), რაც ხელს უწყობს ფართო აუდიტორიის მოზიდვას.
სტუდენტური ტელევიზია არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ნაწილია, არამედ მნიშვნელოვანია სტუდენტების გონებრივი და შემოქმედებითი განვითარების პროცესში.
ხელოვნება ხშირად არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პროცესი. მომავალი ხელოვანების აღზრდის პროცესში, ვფიქრობთ, დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექტიური მუშაობის უნარის განვითარებას. სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, როგორ იმუშაონ სხვა ხელოვანებთან ერთად, როგორ გააზიარონ იდეები და შეძლონ ურთიერთობების აწყობა.
ამჟამად სასწავლო ტელევიზიის – „ARTv“ ეთერში გადის გადაცემები: „კადრს მიღმა“, „არტემი“, „გაიცანი 15 წუთში“ და „სპორტული პოდკასტი“.
მომავალი ხელოვანების აღზრდის პრინციპები მოიცავს მრავალფეროვან და ინკლუზიურ მიდგომებს, რომლებიც ამაღლებს ადამიანის კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებას და უნარს, რომ ისარგებლოს ხელოვნების სხვადასხვა ფორმებით.
ვპიქრობთ, ხელოვანისთვის აუცილებელია არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების შექმნა, არამედ მათი შეფასება და კრიტიკულად გააზრება.
მომავალი ხელოვანების აღზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები სწავლობდნენ, როგორ დაინახონ სხვისი ნამუშევრები სხვადასხვა კუთხით და თავადაც მიიღონ კრიტიკა.
ხელოვნების ტელევიზია ARTv გათვლილია არა მხოლოდ ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებზე, არამედ ისეთი ადამიანებზეც, რომლებსაც სურთ ახალი და განსხვავებული ინფორმაციის მიღება.
ყველა საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი გვანცა წიკლაური
593799911