
მაია ჭილაძე
სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზატორ-მეთოდისტის სპეციალობით. 1984-1990 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად და უფროს მეთოდისტად. 1997-1999 წლებში იყო თბილისის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის კინოტელეფაკულტეტის დეკანი. 2007-2009 წლებში ასრულებდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 2000-2023 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი. 2024 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.