ბაკალავრიატი – სილაბუსების ანიტაციები
მხატვრული კინოს რეჟისურის ოსტატობა I – VIII
სასწავლო კურსის მხატვრული კინოს რეჟისურის ოსტატობა I – VIII – ის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს კინოს რაობა, კინოთხრობა, მონტაჟი – როგორც კინოენის ძირითადი კომპონენტი, ფილმის კონსტრუქციული აგებულება, ჟანრობრივი თავისებურებები, სტილი და სხვ. სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე მხატვრული ფილმის სახეებს და ფორმატებს, მომავალი ფილმის პროექტის შექმნის-სცენარის, გადაღების, მონტაჟის მეთოდებსა და საშუალებებს; გამოიმუშავებენ მასალაზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარჩვევებს.
სასწავლო კურსი წარიმართება შემდეგი მეთოდით
1. ზეპირსიტყვიერი მეთოდი: ლექციები და სემინარები;
2. პრაქტიკული მეთოდები;
3. დისკუსია და დებატები;
4. ახსნა -განმარტებითი მეთოდი;
5. ქმედებაზე ორიენტირების მეთოდი;
ყოველი კურსის ბოლოს სტუდენტი წარმოადგენს საკურსო ნამუშევარს ვიდეოფირზე, რაც დაეხმარება გაიღრმავოს ეკრანული ნაწარმების შექმნის კრიტერიუმების თეორიული ცოდნა და დაეუფლოს პრაქტიკულ უნარჩვევებს. სრული კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი კინოეჟისორი, რომელსაც ექნება საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. აგრეთვე შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.
დოკუმენტური კინოს რეჟისურის ოსტატობა I – VIII
სტუდენტებმა კარგად უნდა გააცნობიერონ ცივილიზაციის სხვადასხვა ეტაპზე გამომსახველობითი საშუალებების განვითარების პროცესი; აუდიო-ვიზუალური პროდუქტის შექმნის კრიტერიუმები და პრინციპები; შეისწავლონ ეკრანის ენის და ეკრანული გამოსახვის პლასტიური საშუალებები და ხერხები; დოკუმენტური ფილმის არსი, სპეციფიკა და შესაძლებლობები; თანამედროვე დოკუმენტური ფილმის სახეები და ფორმატები, მომავალი ფილმის პროექტის შექმნის-სცენარის, გადაღების, მონტაჟის მეთოდები და საშუალებები; გამოიმუშაონ მასალაზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარჩვევებითეორიული მასალის ასათვისებლად და პრაქტიკული უნარჩვევების გამოსამუშავებლად ზეპირსიტყვიერ მეთოდთან ერთად გამოყენებული იქნება, წიგნზე მუშაობის, სტუდიური, პრაქტიკული, შემთხვევისა და ანალიზის, დემონსტრირების და ინტერაქტიური მეთოდები. რაც გულისხმობს: შესაბამის თემაზე მითითებული ლიტერატურის დამუშავებას, შემოქმედებითი ხედვის და გააზრების წერილობით წარმოდგენას; შეთავაზებული სიტუაციის ანალიზსა და ინტერპრეტაციას; საილუსტრაციო მასალის (ფილმის, ფილმის მასალის) ანალიზსა და დისკუსიას.
სწავლება წარიმართება სალექციო, პრაქტიკული მეცადინეობების სახით. ყოველი კურსის ბოლოს სტუდენტი წარმოადგენს საკურსო ნამუშევარს ვიდეოფირზე, რაც დაეხმარება გაიღრმავოს ეკრანული ნაწარმების შექმნის კრიტერიუმების თეორიული ცოდნა და დაეუფლოს პრაქტიკულ უნარჩვევებს.
სრული კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი კინოეჟისორი, რომელსაც ექნება საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. აგრეთვე შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.
ტელერეჟისურის ოსტატობა I – VIII
XXI საუკუნეში ტელევიზია (ტელეპროდუქცია) ერთ -ერთი მძლავრი იდეოლოგიური იარაღია. თავად ტელევიზია მოზაიკური სტრუქტურის ხასიათისაა და მრავალ ტელეფორმატს მოიცავს. (საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი, საბავშვო, სპორტული, მუსიკალური, რეკლამა, ტელეფილმი და სხვ.) ცხადია ტელევიზიას უმთავრესად საინფორმაციო დატვირთვა აქვს, თუმცა ეს არ გამორიცხავს რომ მის ბაზაზე შეიქმნას მხატვრული პროდუქციაც. ტელერეჟისურის საბაკალავრო პროგრამა, სტუდენტებს საშულებას აძლევს მოსინჯოს და სრულფასოვნად გამოარკვიოს თავისი შესაძლებელობები.სტუდენტები გაეცნობიან და შეისწავლიან, არა მარტო ტელევიზიის განვითარების ეტაპებს, არამედ ეკრანული ენის გამომსახველობით საშულებებს, საეკრანო თხრობასა და სტილისტურ ფორმებს. შეისწავლიან თემის დამუშავებას, მასალის მოძებნას და კვლევის მეთოდებს. გაეცნობიან თანამედროვე სატელევიზიო ტელეფორმატებს. ყურადღება გამახვილდება პირდაპირ ტრანსლაციებზე, (მყისიერი მონტაჟი) რაც ტელვიზიის მთავარი მახასიათებელია.
სასწავლო კურსი წარიმართება შემდეგი მეთოდით:
1. ზეპირსიტყვიერი მეთოდი: ლექციები და სემინარები,
2. პრაქტიკული მეთოდები: კინოკლასიკის ჩვენება და განხილვა;
3. დისკუსია და დებატები;
4. ახსნა -განმარტებითი მეთოდი;
5. ქმედებაზე ორიენტირების მეთოდი;
სასწავლო კურსისი შესწავლის შემდეგ სტუდენტები შეისწავლიან სატელევიზიო პროექტის სრული პაკეტის მომზადებას: (სცენარი, ლოგლაინი, თრითმენტი, ექსპლიკაცია, სარეჟისორო გეგმა, საწარმოო გეგმა).
სასწავლო პროცესის ბოლო კურსზე სტუდენტი ირჩევს სასურველ ფორმატს (ტელეპროექტი, რეკლამა, ვიდეორგოლი, დოკუმენტური ან მხატვრული ტელფილმი და სხვ.) და უშუალოდ ხელმძღვანელის ჩართულობით ახორციელებს.
სრული კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი ტელერეჟისორი, რომელსაც ექნება საბაზისო თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.
ანიმაციური კინოს რეჟისურის ოსტატობა I – VIII
ანიმაციური კინოს რეჟისურის ოსტატობა I – VIII – ის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ანიმაციური კინოს თავისებურებანი, კინოთხრობა, მონტაჟი – როგორც კინოენის ძირითადი კომპონენტი, ანიმაციური ფილმის კონსტრუქციული აგებულება, ჟანრობრივი თავისებურებები, სტილი და სხვ. სტუდენტები შეისწავლიან კლასიკური და თანამედროვე ანიმაციურ ფორმატებს, მომავალი ანიმაციური ფილმის (რგოლის) პროექტის -სცენარის კონცეფციას, პესონაჟების, მათი მოქმედებისა და გარემოს შექმნას. განსაზღვრავს ფილმის ტექნოლოგიებს (როგორც ნახატი, ასევე თოჯინური თუ სხვადასხვა მასალის) და გამოიმუშავებს მასალაზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარჩვევებს.
სასწავლო კურსისი ბოლოს სტუდენტს შეუძლია– როგორც სრულმეტრაჟიანი, ასევე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ან სხვა ანიმაციური პროდუქტის გადაღების მხატვრულ-შემოქმედებითი ორგანიზება და დაგეგმვა.
სასწავლო კურსი წარიმართება შემდეგი მეთოდით:
1. ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
2. პრაქტიკული მეთოდები;
3. დისკუსია და დებატები;
4. ახსნა -განმარტებითი მეთოდი;
5. ქმედებაზე ორიენტირების მეთოდი;
ყოველი კურსის ბოლოს სტუდენტი წარმოადგენს საკურსო ნამუშევარს, ხოლო სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ საბაკალვრო ნაშრომს.
სრული კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი ანიმაციური კინოს რეჟისორი, რომელსაც ექნება საბაზისო თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.
კინო – ოპერატორის ოსტატობა I – VIII
ქართულ კინოწარმოებას ესაჭიროება დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობების, ნებისმიერი სირთულის ამოცანების გადაწყვეტის უნარის მქონე ახალი სპეციალისტების – კინოოპერატორების თაობა.
კინოოპერატორების მომზადების და აღზრდის პედაგოგიური პროცესის ამოცანაა მხატვრის, განათლებული ადამიანის ფორმირება. კინოოპერატორი იღებს ფილმს და ის პასუხისმგებელია ეკრანული სახეების გამომხატველობითობაზე. კინოოპერატორის სამუშაო მოითხოვს მხატვრულ ნიჭს, სპეციალურ ცოდნას და უნარს. იგი უნდა ფლობდეს პავილიონში, ინტერიერებსა და ნატურაზე მხატვრული კინოგანათების ხელოვნებას და ტექნიკას, რთული ვიდეოაპარატურით გადაღების ტექნიკას.
ოპერატორის კურსი მიზნად ისახავს ასწავლოს სტუდენტს ვიდეო გადაღების სწორად ჩატარება, მხატვრული და ტექნიკური დონის გათვალისწინებით.
ამისთვის არის გამოყენებული სხვადასხვა მეთოდები:
1. ზეპირსიტყვიერი მეთოდი: ლექციები და სემინარები;
2. საოპერატორო კლასიკის ჩვენება და განხილვა;
3. ფოტო და ვიდეო გადაღება პავილიონში და ნატურაზე, განათების სხვადასხვა სქემები;
შეძენილი ცოდნის საფუძველზე სტუდენტი დამოუკიდებლად იღებს საკურსო ნამუშევრებს რეჟისორთან ერთად.
მეოთხე კურსის ბოლოს ხდება სადიპლომო ნამუშევრის დაცვა.
კურსდამთავრებული შესძლებს მუშაობას სხვადასხვა სტუდიებში, აგრეთვე სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში.
ხმის რეჟისურის ოსტატობა I – VIII
ხმის რეჟისურის სწავლების სრული კურსი მიზნად ისახავს: ბგერის ფუნდამენტური პრინციპების, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდებისა და საშუალებების, სატელევიზიო და კინოპროდუქციის გახმოვანების ფსიქოლოგიურ-კომერციული საფუძვლების სწავლებას; იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს მოცემული პროდუქციის ხარისხი, შემოქმედების დონე, კომერციული ღირებულება და თავად შექმნას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მაღალი დონის კინო-ტელე პროდუქცია.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: საერთაშორისო სტანდარტები, აკუსტიკის საფუძვლები, ანალოგი და ციფრული მედია, მიკროფონების გამოყენების ტექნიკა, სიხშირეების სპეციფიკა, ბგერის ფილტრები, ბგერის ჩაწერის, დამუშავების, შერევის, დახვეწის ტექნიკა და სხვა.
სრული კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი ხმის რეჟისორი, რომელსაც ექნება ფუნდამენტური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აგრეთვე შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.
ანიმატორის ოსტატობა I – VIII
ანიმატორი სპეციალისტის მომზადება-ანიმაციური პროდუქციის შექმნისას უმნიშვნელოვანი პოზიციის მომზადებაა. ანიმატორი, სხვა ანიმატორებთან ერთად, დამდგმელ მხატვართან და მხატვრებთან ერთად(არის პროექტები,სადაც ანიმატორი ერთია) ახორციელებს პროდუქციის მხატვრულ -გრაფიკულ გაფორმებას და შექმნას. პერსონაჟის ან საგნის ანიმაციას. ეს პროცესი მოითხოვს მისგან შემოქმედებით მიდგომას. მან უნდა შეძლოს გაათამაშოს პერსონაჟი რეჟისორის მოთხოვნის მიხედვით,შექმნას ძირითადი საკვანძო ნახატები, გათვალოს მათ შორის დროის ინტერვალები. ანიმატორს შეუძლია საკვანძო პოზების ამოხატვა და ფაზების შექმნა, მოძრაობის გათვლა დროში. ანიმატორს შეუძლია ასევე შეასრულოს საგნობრივი ანიმაციაც.
სასწავლო კურსის გავლის შედეგები:
1. ანიმაციის შესრულებისათვის სათანადო მომზადება;
2. სცენის კომპოზიციის განსაზღვრა;
3. დროში მოძრაობის დინამიკის დ აპერსონაჟის საბოლოო მოძრაობის განსაზღვრა;
4. მარტივი ანიმაციის შესრულება;
5.სცენის ჩანახატების (მოძრაობის სკეტჩის) მომზადება;
6. სცენის შექმნის პროცესში კადრირებით/ანიმატიკით განსაზღვრული სცენის ხანგრძლივობის გათვალისწინება;
7. პერსონაჟის მოძრაობის საბოლოო დინამიკისა და პლასტიკის განსაზღვრა;
8. პერსონაჟის გამომეტყველებისა და ჟესტიკულაციის, არტიკულაციის, მიმიკის განსაზღვრა;
9. პერსონაჟის ანიმაციის ხასიათის შექმნა;
10.პერსონაჟის/პერსონაჟების რთული ანიმაციის შექმნა;
სწავლის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია სცენის კომპოზიციის, დროში მოძრაობის დინამიკისა და პერსონაჟის საბოლოო მოძრაობის განსაზღვრა, მარტივი ანიმაციის შესრულება.ასევე სცენის ჩანახატების (მოძრაობის სკეტჩის) მომზადება, სცენის შექმნის პროცესში კადრირებით/ანიმატიკით განსაზღვრული სცენის ხანგრძლივობის გათვალისწინება, პერსონაჟის მოძრაობის საბოლოო დინამიკისა და პლასტიკის, პერსონაჟის გამომეტყველებისა და ჟესტიკულაციის, არტიკულაციის, მიმიკის განსაზღვრა, პერსონაჟის ანიმაციის ხასიათის შექმნა, პერსონაჟის/პერსონაჟების რთული ანიმაციის შექმნა.
ანიმაციური პროგრამები და ტექნოლოგიები I- VI
გავლისას სტუდენტები შეისწავლიან ანიმაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მეთოდებსა და ტექნიკებს. შეისწავლიან კომპიუტერული პროგრამის (Adobe Illustrator, Photoshop, After Effects, Premiere, Mocha Pro, Cinema 4D და სხვ.) გამოყენება ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი ანიმაციისა და ეფექტების შექმნისათვის და/ან რედაქტირებისათვის.
სასწავლო კურსისი გავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება ე.წ. როტოსკოპია;
გაეცნობა სამგანზომილებიანი ანიმაციის პრინციპებს; პრიმიტივების, დეფორმერების, ეფექტორების მუშაობის პრინციპებს და მათ გამოყენებას სამგანზომილებიანი სცენების და მათი ანიმაციის შესრულებისას;
სამგანზომილებიან სცენებში ტექსტურებთან მუშაობის სპეციფიკას (მომზადება, დადება, ანიმაცია, ეფექტი);
სამგანზომილებიანი სცენების განათების საშუალებებს, ნაირსახეობას და მათ გამოყენებას განათების დაყენებასას;
სამგანზომილებიანი სცენების რენდერს საბოლოო პროდუქტის მისაღებათ, სხვადასხვა ფენის დანიშნულებას და მათი გამოყენების საშუალებებს ანიმაციის და მონტაჟის სხვას პროგრამულ პაკეტებში;
სტუდენტს ექნება წარმოდგენა მოძრაობის დაფიქსირების (motion capture) შესახებ – რეალური მსახიობის მოძრაობის შეტანა საანიმაციო პროგრამებში და დადება პერსონაჟზე.
კინო-ტელე გადაღების ტექნიკა I – II
კინოგადამღები ტექნიკა მუდმივად ვითარდება. მის გამოყენებას სჭირდება როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარები. კურსი მოიცავს თანამედროვე ტექნიკის (გადამღები ციფრული კამერების, განათების, ხმის ჩამწერი და დამატებითი აპარატურის, აგრეთვე საოპერატორო ტრანსპორტის) გამოყენებისა და უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლებას.კურსში გათვალისწინებულია თეორიული სალექციო კურსი (სადაც ახალი ტექნიკური საშუალებების გამოყენებასთან ერთად, შეისწავლიან კინოტექნიკის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებს), პრაქტიკული სტუდიური სწავლება, რომლებსაც სტუდენტები სასწავლო სტუდიაში ასრულებენ. ამ ცოდნის საფუძველზე, მომავალში მათ უნდა შეძლონ მუდმივად განახლებადი ტექნიკის თვითშესწავლა/ათვისება დამოუკიდებლად. ასევე, სპეციფიური ტერმინების შესწავლით, მათ ჩამოუყალიბდებათ ის საკომუნიკაციო ენა, რომლის მეშვეობითაც გაუადვილდებათ გადამღებ ჯგუფთან ურთიერთობა. აღნიშნული სალექციო კურსი არ მოიცავს შემოქმედებით მუშაობას და გათვლილია მხოლოდ გადამღები ტექნიკის გამოყენებითი უნარების ჩამოყალიბებაზე.
კომპიუტერული (ციფრული )მონტაჟი I – II
კურსის მიზანია, სტუდენტებს სასწავლო სტუდიის ბაზაზე პრაქტიკულად შეასწავლოს კომპიუტერული მონტაჟი. სტუდენტები შეისწავლიან მონტაჟის ძირითად კანონებს: აუდიო –ვიდეო ვიზუალური მასალის ორგანიზაციას, ეფექტებისა და სპეცეფექტების გამოყენებას, ფოტო მასალის დამუშავებას ვიდეო ფორმატისთვის და მზა პროდუქციის გადატანას სასურველ ციფრულ მატარებელზე.
კურსის სწავლებისას ძირითადად ვიყენებთ პრაქტიკულ მეთოდს, თუმცა სასწავლო კურსის შესწავლისას ვითვალისწინებთ სწავლების შემდეგ მეთოდებს:
• ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
• დისკუსია/დებატები ;
• დემონსტრირების მეთოდი;
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი ;
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს პრაქტიკული მონტაჟის საბაზისო ცოდნას. გაეცნობა სხვადასხვა სამონტაჟო და გრაფიკულ პროგრამებს. დამოუკიდებლად შეძლებს მოცემული პროექტის განხორციელებას-მონტაჟს
სპეცკურსი – მსახიობის ოსტატობა I-II
კინორეჟისორი კარგად უნდა ფლობდეს სამსახიობო ხელოვნების საბაზისო ცოდნას თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე. კარგად უნდა ერკვეოდეს მსახიობის ოსტატობის ინსტრუმენტებში. სასწავლო კურსი, მსახიობის ოსტატობა I-II“ სტუდენტებს საშუალებას მისცემს გააცნობიერონ მსახიობის პროფესიის არსი; თეატრალური მიმდინარეობები და სამსახიობო სკოლები. მოსინჯონ, გაერკვნენ და იცოდნენ სახის შექმნის შემოქმედებითი პროცესი. როლის ფსიქო და ქმედითი ანალიზი, რომლის საფუძველზეც შეეძლებათ განსაზღვრონ მსახიობის გარეგნობის ქცევის და ქმედების სტილი, რათა შეძლონ მსახიობის შემოქმედებითი პროცესის მართვა- მუშაობა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, პროფესიონალ და არაპროფესიონალ მსახიობთან (ზუსტად განუსაზღვრონ მსახიობს, კონკრეტული სცენის წინაპირობა, სცენის ამოცანა და ზეამოცანა, მოქმედების მოტივაცია), ეკრანული სახის შესაქმნელად.
ხმის რეჟისურის საფუძვლები
სასწავლო კურსი „ხმის რეჟისურის საფუძვლები“ მიზნად ისახავს სტუდენტებს ( კინო-ტელე, ანიმაციური კინოს რეჟისორი, კინო -ტელე ოპრეტორი) შეასწავლოს ბგერის ფუნდამენტური პრინციპები, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდები და საშუალებები, სატელევიზიო და კინოპროდუქციის გახმოვანების ფსიქოლოგიურ-კომერციული საფუძვლები;
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: საერთაშორისო სტანდარტები, აკუსტიკის საფუძვლები, ანალოგი და ციფრული მედია, მიკროფონების გამოყენების ტექნიკა, სიხშირეების სპეციფიკა, ბგერის ფილტრები, ბგერის ჩაწერის, დამუშავების, შერევის, დახვეწის ტექნიკა და სხვ.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს გამოუმუშავდებათ ის უნარ-ჩვევები, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს მოცემული პროდუქციის ხარისხი, შემოქმედების დონე, კომერციული ღირებულება და თავად შექმნას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მაღალი დონის კინო-ტელე პროდუქცია.
ფილმის ხმოვანი რიგი I – II
სასწავლო კურსის „ფილმის ხმოვანი რიგის“ მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ხმოვანების სახეობანი და მათი ზეგავლენა ვიზუალური რიგის „ჟღერადობაზე“.
შედეგად სტუდენტი დამოუკიდებლად შექმნის სხვადასხვა აუდიოვიზუალურ კონცეფციებს, რომელთა ხმოვანი რიგი შეესაბამება ვიზუალური რიგის ფუნქციურ დატვირთვას.
კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეისწავლის ვიზუალური რიგის დიაგნოსტიკას და, აქედან გამომდინარე, მისთვის ისეთი ხმოვანი რიგის წარმოებას რომელიც მას პროექტის განხორციელებაში ღირებულ გამოცდილებად გამოადგება.
აკადემიური და გამოყენებითი მუსიკა I – II
ჩვენი მიზანია, სტუდენტებს პროფესიული ხედვა შევუქმნათ ზოგადად მუსიკის მნიშვნელობაზე, მისი სხვადასხვა ფუნქციით გამოყენებაზე , რაც სპეციალური კურსის შესწავლას მოითხოვს (აკადემიური და გამოყენებითი მუსიკის საფუძვლები) – ორსემესტრიანი კურსი.
პირველ სემესტრში სტუდენტები შეისწავლიან ზოგადად აკადემიური მუსიკის საფუძვლებს. წარმოდგენა შეექმნებათ აკადემიური მუსიკის განვითარების ეტაპებზე. გაეცნობიან როგორც უცხოურ, ისე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს მუსიკის ისტორიაში და შესაბამისად დიდი გავლენა მოახდინეს კინო-მუსიკის ჩამოყალიბებაში. გაეცნობიან საორკესტრო საკრავების ტემბრულ, ტექნიკურ და გამომხატველ შესაძლებლობებს და ხერხებს. ასევე შეისწავლიან ქართული, ფოლკლორული და ქალაქური ხალხური სიმღერის, საეკლესიო საგალობლისა და ზოგადად ტრადიციული მუსიკის ისტორიასა და მუსიკალური ენის კანონზომიერებებს და გავრცელებულ ხალხურ საკრავების სპეციფიკას.
მეორე სემესტრში განხილული იქნება მე-20 -ე და 21-ე საუკუნის პროფესიული ( ქართველი და უცხოელი კომპოზიტორები, მათი მუსიკის ესთეტიკა თუ მიმდინარეობების შესწავლა) , გასართობი მუსიკა (ბლუზი, ჯაზი, როკი, პოპი, ელექტრონული მუსიკა და სხვა), ასევე სარეკლამო, ტელე, რადიო და კომპიუტე რული მუსიკა.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია პედაგოგის მიერ მიცემულ კინო ნაწყვეტის ანალიზები. ასევე დეტალურად განიხილავს მუსიკას, ფუნქციას, ჟანრს, პერიოდს, მიმართულებას, ფორმას, შემადგენლობას, დინამიკას, ხასიათის განსაზღვრა, რაც დაეხმარება მომავალი საეკრანო ნაწარმოების აუდიო -ვიზუალური ქსოვილის შექმნაში.
დრამატურგიის საფუძვლები
კურსის წაკითხვის დროს გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები: ლექცია
სემინარი, დემონსტრირება, დისკუსია/დებატები, წიგნზე მუშაობა, წერითი მეთოდი, ელექტრონული რესურსით სწავლება.
ლექციის ბოლოს სტუდენტებს მიეცემათ იმ რამდენიმე ფილმის ჩამონათვალი, რომელიც მომავალი შეხვედრისათვის უნდა ჰქონდეთ ნანახი. ეს ფილმები სალექციო თემასთან შესაბამისობაში იქნება და სემინარზე მოეწყობა მათი განხილვა, დისკუსიები, დებატები.
სტუდენტები მოამზადებენ ერთ წერით პრაქტიკულ ნამუშევარს და ერთ წერით შუალედურ ნამუშევარს. ზეპირი, პრაქტიკული სამუშაოს ქულებს ისინი სასწავლო კურსის განმავლობაში სემინარებზე დააგროვებენ ფილმების განხილვისას.
ყოველი სტუდენტი მისი ინდივიდუალურობის გათვალისწინებით მხოლოდ მისთვის განკუთვნილ დავალებას მიიღებს საბოლოო გამოცდისათვის.
კინოდრამატურგიის საფუძვლები
სასწავლო კურსისი მიზანია: აზიაროს სტუდენტი კინოდრამატურგიის ძირითად პრინციპებს, გამოუმუშაოს მისი პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს.
სწავლის შედეგად სტუდენტი შეისწავლის დრამატურგიის საფუძვლებს, კინემატოგრაფიულ, ანალიტიკურ აზროვნებას, გაეცნობა კინოდრამატურგიის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს.
კურსი ხორციელდება შემდეგი მეთოდით:
პრაქტიკული მეთოდი: ეტიუდები, ჩანახატები;
სტუდენტი შეისწავლის სცენარისთვის თემის შერჩევას, მასალის მოძიებას, მის დამუშავებას და ფილმისთვის ლოგლაინის, სინოფსისის, მოკლე და სრულმეტრაჟიანი სცენარის შექმნას.
კინოდრამატურგიის საფუძვლების სრული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სცენარისტისთვის აუცილებელ საბაზისო უნარ-ჩვევებს.
პრაქტიკული კინოდრამატურგია
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს პრქტიკულად გამოუმუშავდეთ ის სავალდებულო პროფესიონალური ჩვევები, რასაც ნებისმიერი კინოხელოვანი საწყისი ეტაპიდან უნდა ფლობდეს. ისინი ანტიკური ლიტერატურის ნიმუშების საფუძველზე ეცნობიან ნაწარმოების დრამატურგიულ კონსტრუქციას. ფილმების და კლასიკური ლიტერატურის ნიმუშების მიხედევით წერენ სინოფსისებს, თრითმენტებს. იმუშავებენ საინტერსო ამბების მოძიების და მათი კინოენაზე დაფიქსირების ჩვევებს. წერენ ჩანახატებს, ეტიუდებს, უსიტყვო სცენებს. ქმნიან, როგორც ლიტერატურული და კინოგმირების ასევე მათ მიერ შერჩეული რეალური პერსონაჟების პორტრეტებს. ეცნობიან ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის სხვადასხვა ნიმუშებს.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ თვითოეული მათგანს შეუძლია დაწეროს მოკლემეტრაჟიანი სცენარი, როგორც ორიგინალური, ასევე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით.
კინო-ტელე მხატვრობა – I –II
დისციპლინა კინო-ტელე მხატვრობა, არის დამხმარე საგანი კინო-ტელე რეჟისორებისთვის, ამ საგნის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში, ისწავლება :
კომპოზიციის ელემენტარული საკითხები, კომპოზიცია და არქიტექტონიკა. პერსპექტივის ელემენტრული საკითხები, კადრი და კადრირება, ფერთა გამა და განათების პარტიტურა ზოგადად , მხატვრის როლი კინო-ტელე მხატვრობაში. სცენარი, სცენა და სცენოგრაფია. ზოგადად მსოფლიო კოსტიუმის ისტორიის საკითხები, კოსტიუმი და ეპოქა, დეკორაცია, აქსესუარი, ბუტაფორია და რეკვიზიტი. ურთიერთკავშირი და სინთეზური მუშაობის სპეციფიკა რეჟისორთან , მსახიობთან, ქორეოგრაფთან და კომპოზიტორთან, სცენოგრაფიის საკითხები, ტანისამოსის ვარცხნილობისა და მაკიაჟისა თუ გრიმის სინთეზი კინო-ტელე ხელოვნებაში , მაკეტის შექმნის ელემენტარული საკითხები, ელემენტარული ხატვის გაკვეთილები.
ამ დისციპლინის შესწავლის შემდეგ სტუდენტს უნვითარება ზოგადად სხვადასხვა უნარები, რაც მას დაეხმარება შერჩეული სპეციალობის საფუძვლიან შესწავლაში, ,რომელსაც გამოიყენებს შემდგომში სპეციალობასთან მიმართებაში.
სპეც. კურსი ოპერატორის ოსტატობა
კურსი განკუთვნილია კინო-ტელე რეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისათვის და მისი მიზანია სტუდენტები დაეუფლონ თანამედროვე საოპერატორო ტექნოლოგიებსა და მის ძირითად კომპონენტებს.(კამერა,ოპტიკა,განათება,კომპოზიცია და სხვა)
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ:
საოპერატორო ტექნიკის გამოყენება.კერძოდ: სინათლის დაყენება, კამერის აწყობა, კონკრეტული ამოცანისთვის ოპტიკისა და განათების ხელსაწყოების შერჩევა.
გამნათებლებისა და საოპერატორო ჯგუფისთვის ამოცანებისა და დავალების განსაზღვრის უნარი.
მათ შეუძლიათ გაერკვიონ თანამედროვე საოპერატორო ტექნიკაში. გაუწიონ ექსპლოატაცია და იცნობდნენ მათ ტექნიკურ მახასიათებლებს.
ისინი შეძლებენ დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმების დამოუკიდებლად წარმოებას მცირე ფორმატიანი ხელის კამერით (ავტორ-ოპერატორი ). აგრეთვე დამოუკიდებლად შეძლებენ გადაღების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
მუსიკალური ინსტრუმენტები და მათი სპეციფიკა
ხმის რეჟისურის მიმართულების მომავალი სპეციალისტების პროფესიული დახელოვნების აუცილებელი პირობაა, რამდენადაც თითოეული ინსტრუმენტი ხასიათდება არა მხოლოდ თავისებური აკუსტიკური თვისებით, არამედ მსმენელზე მისი განსაკუთრებული ფსიქოაკუსტიკური ზეგავლენით.
კურსი შეიცავს მუსიკალური ინსტრუმენტების განვითარების მოკლე ისტორიას (ანტიკური და შუასაუკუნეების მუსიკალური ინსტრუმენტები, რენესანსის ხანა, ბაროკო და რომანტიზმი, XIX-XX სს., თანამედროვე ელექტრო მუსიკალური საკრავები), საკრავთა კლასიფიკაციას, კონსტრუქციულ თავისებურებებს, მათი ჩაწერისა და გამოყენების ტექნიკას.
ზემოთ აღნიშნული სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ სტუდენტმა იცის აუდიოსტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტების ნორმატივები, შეუძლია ცალკეული ინსტრუმენტის ხარისხიანად ჩაწერის, კრიტიკული შეფასებისა და ასოციაციური აზროვნების უნარი, რაც ერთ-ერთი დომინანტური ფაქტორია კინო-ტელე პროდუქტის შესაბამისი საერთო განწყობის შესაქმნელად.
სპეც. კურსი რეჟისურის ოსტატობა I – II
სასწავლო კურსის მიზანია მომიჯანვე პროფესიის სტუდენტებს (კინო-ტელე ოპერატორი, ხმის რეჟისორი) შეასწავლოს აუდიო-ვიზუალური რეჟისურის ძირითადი თეორიული და პარქტიკული საფუძვლები.
სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ მომიჯნავე პროფსიის სტუდენტები (კინო-ტელე ოპერატორი, ხმის რეჟისორი;) იცნობენ აუდიო–ვიზუალური ხელოვნების მთავარ პრინციპებს და სპეციფიკას.
საჭიროების შემთხვევაში კი შეუძლიათ დამოუკიდებლად გაადიღონ და უზრუნველყონ ვიდეო გადაღება და გადაღებული მასალის ორგანიზება.
პროდიუსინგის საფუძვლები
სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტები გაეცნონ პროდიუსერის საქმიანობის ძირითად ასპექტებს და სპეციფიკას. სტუდენტები ეცნობიან საპროდიუსერო საქმიანობის პირველი ნაბიჯებს ამერიკულ კინოში და ჰოლივუდის პირველ სუპერ-კინოსტუდიების ჩამოყალიბებას. მსოფლიოში ცნობილ, როგორც პირველ ასევე თანამედროვე სუპერ – პროდიუსერების საქმიანობას.
კურსის შესწავლის შემდეგ სტუდენტი ფლობს ინფორმაციას:
საპროდიუსერო საქმიანობისა და მისი ისტორიული განვითარების შესახებ;
საპროდიუსერო საქმიანობის ნიმუშების სტრუქტურულ და ფუნქციურ -შინაარსობრივი დატვირთვის შესახებ;
სტუდენტს შეუძლია საპროდიუსერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დადგენა;
საპროდიუსერო საქმიანობის როგორც შესწავლის ობიექტის შემოქმედებითი ფორმის თავისებურებათა დადგენა;
საპროდიუსერო საქმიანობის გენეზისის, მისი წარმოშობისა და ძირითადი განვითარების საფეხურების ნიშნებისა და თვისებების განსაზღვრა;
წარმოების მენეჯმენტის საფუძვლები
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია კინოწარმოების მენეჯმენტის სპეციფიკის შესახებ, კერძოდ ისინი ეცნობიან თუ რა ფუნქციებინ აქვს პროდიუსერს, როგორ ხდება პროდიუსერის მიერ სცენარის განვითარება, რეჟისორის და სამსახიობო ქასთის შერჩევა, კალენდარული გეგმის ჩამოყალიბება (Schedule), სადისტრიბუციო სტრატეგიის განსაზღვრა პროდიუსერის ურთიერთობა სახელმწიფო ორგანიზაციებთან (სხვადასხვა საჭირო ნებართვების მოპოვება და სხვ.
კურსის შესწავლის შემდეგ სტუდენტი ფლობს ინფორმაციას:
საპროდიუსერო საქმიანობისა და მისი ისტორიული განვითარების შესახებ;
საპროდიუსერო საქმიანობის ნიმუშების სტრუქტურულ და ფუნქციურ – შინაარსობრივი დატვირთვის შესახებ;
სტუდენტს შეუძლია: საპროდიუსერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დადგენა;
საპროდიუსერო საქმიანობის როგორც შესწავლის ობიექტის შემოქმედებითი ფორმის თავისებურებათა დადგენა;
საპროდიუსერო საქმიანობის გენეზისის, მისი წარმოშობისა და ძირითადი განვითარების საფეხურების ნიშნებისა და თვისებების განსაზღვრა;
სტუდენტი სწავლების პროცესში შეიძენს, როგორც სატელევიზიო ტექსტითა და გამოსახულებით თხრობის უნარს, ასევე საშუალება ექნება ნახოს, უშუალოდ ტელეწარმოების პროცესში, როგორ იგეგმება, მონტაჟდება და საეთეროდ მზადდება ტელეგადაცემა.
მარკეტინგი
კურსის მიზანია,სტუდენტმა შეისწავლოს ტელემარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მასზე მოქმედი ფაქტორები, პროცესთან დაკავშირებული სირთულეები და მათი დაძლევის გზები. ასევე კვლევების განხორციელება რისკებთან მიმართებაში.
კურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს მართვის პროცესს, ასვე საკომუნიკაციო გეგმის შემუშავებას და შესყიდვის მექანიზმებს.
კურსის ფარგლებში,სტუდენტი დაეუფლება მენეჯერისათვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას; მარკეტინგული პროცესის ძირითადი ეტაპების მართვას; შეძლებს სამომხმარებლო ბაზრის ვითარებისა და მასზე გარე ფაქტორების ზემოქმედების ანალიზს; მოთხოვნათა სტიმულირებას და პროექტების მოტივაციის შექმნას; ბრენდის პოზიციონირებასსხვადასხვა მახასიათებლებით;
კურსი ასევე მოიცავსტელემარკეტინგული საქმიანობის როლისა და ადგილის შესწავლას მენეჯმენტის ერთიან პროცესში, სტრატეგიების განხილვას, კომუნიკაციების გაცნობას და მათი გამოყენების სპეციფიკის ცოდნას.
ფილმის წარმოების ეტაპები – იდეის დაბადებიდან ფილმის ექსპორტამდე
კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს კინოწარმოების ეტაპები (წინამოსამზადებელი, მოსამზადებელი, გადაღებების და პოსტპროდუქციის პერიოდი) და რეჟისორის მუშაობის სპეციფიკა ფილმის წარმოების თითოეულ ეტაპზე; შეისწავლიან ფილმის იდეის ქცევას სამუშაო „პროექტად“. სტუდენტები, ასევე, გაეცნობიან კინოწარმოებაში მომუშავე დეპარტამენტებს და თითოეული დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, აითვისებენ თანამედროვე კინოტერმინოლოგიას. კურსის განმავლობაში სტუდენტებმა უნდა აითვისონ რეჟისორის პროფესიის (და სხვა კინოწარმოებაში მომუშავე პროფესიონალების) არა შემოქმედებითი, არამედ პრაქტიკული უნარჩვევები.
ვიდეოგარფიკის საფუძვლები
,,ვიდეომონტაჟის საფუძვლები“ ვიდეოგამოსახულების გრაფიკულად დამუშავებასა და მონტაჟურად მართვას შეისწავლის. თანამედროვე სამონტაჟო პროგრამების გამოყენებით ანიმაციის საბაზისო ელემენტების, კომპოზიციის ვიზუალიზაციასა და ინფორმაციული ტელეგრაფიკის დამზადებას; სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ტექსტების ანიმაციას; კომბინირებული ვიდეოგამოსახულების შექმნას; ვიდეო და გრაფიკული კომპონენტის სინქრონიზაციასა და ფერთა კორექციას…
ლექციები წარიმართება ძირიტადად პრქტიკულად, სამონტაჟო მაგიდასთან. სტუდენტი პრაქტიკულად შეასრულებს ყველა ოპერაციულ ციკლს. კურსის დასრულების შემდეგ მას ეცოდინება კომპიუტერული გრაფიკისა და ვიდეომონტაჟის ინსტრუმენტული რესურსი, რაც საშუალებას მისცეს პროფესიულად დაგეგმოს სატელევიზიო პროგრამის ვიზუალური გადაწყვეტა.
ფოტოგრაფია I-II
ფოტოგრაფიის კურსი განკუთვნილია კინო-ტელე ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის. ( კინო რეჟისურა, ტელე რეჟისურა, ანიმაცია, კინო-ტელე საოპერატორო, ხმის რეჟისურა)
სწავლება გრძელდება ორი სემესტრის განმავლობაში და ამ პერიოდში სტუდენტები შეისწავლიან ფოტოგრაფიის ისტორიის მოკლე კურსს. გაეცნობიან გამოჩენილი ფოტოგრაფების შემოქმედებას. სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ჟანრებსა და მიმართულებებს. მხატვრული და დოკუმენტური ფოტოგრაფიის განვითარების ეტაპებს. თანამედროვე ციფრული ფოტოგრაფიასა და მის ტექნიკურ მხარეებს.
სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ სტუდენტები შეისწავლიან ფოტო კამერებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებას. კომპოზიციის აგებას. დაეუფლებიან სტუდიური და ნატურაზე გადაღების სპეციფიკას. დამოუკიდებლად მოამზადებენ და გადაიღებენ დოკუმენტურ ფოტო სესიასა და რეპორტაჟს.
მონტაჟის საფუძვლები
1. გააცნოს სტუდენტებს მონტაჟის ფუნქციები და მნიშვნელობა ფილმის შექმნის პროცესში;
2. შეასწავლოს მონტაჟის ისტორიული განვითარების ეტაპები და თანამედროვე ტენდენციები;
3. შეასწავლოს მონტაჟის სხვადასხვა მოდელები, მათი შესაძლებლობები, ხერხები და სპეციფიკა;
4. ასწავლოს სტუდენტებს კინემატოგრაფიული ნაწარმოების ანალიზი მონტაჟის თეორიების კუთხით.
ოპერატორის ოსტატობა I-II
მოდულის “ოპერატორის ხელოვნების საფუძვლები“-ს შესწავლის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს ტელე ოპერატორის ოსტატობის ხელოვნების ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს. ტელე ოპერატორის პროფესია, პირველ რიგში, მსოფლმხედველობაა – მოქალაქეობრივი პოზიციით და ზნეობრივი კრიტერუმებით. მოცემული პროგრამა მიზნად ისახავს შეასწავლოს სტუდენტებს ფოტო, ვიდეო ტექნიკით მაღალმხატვრული გამოსახულების მიღების პრინციპები, ხელს შეუწყობს სტუდენტთა დაოსტატებას პროფესიონალ ტელე ოპერატორებად ჩამოყალიბების პროცესში, კურსის ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ მხატვრული აზრონების უნარჩვევებს.
ტელე ოპერატორის ოსტატობა მოდულის გავლისას სტუდენტები შეისწავლიან გამოსახულების შექმნის ძირითად და თანამედროვე პრინციპებს. აუდიოვიზუალური ხელოვნების არსს, დრამატურგიის გამოსახულებაში გადატანის ხერხებს და საშუალებებს ;
აღნიშნული მოდულის შესწავლა წარმოადგენს პრაქტიკოსი ტელე ოპერატორის და მომავალი მაგისტრანტის პროფესიული დაოსტატების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს. ამავდროულად სტუდენტი იძენს ტელე ოპერატორისთვის საჭირო საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ნებისმიერი ვიზუალური პროდუქციის რეალიზაციისათვის. ტელე ოპერატორის ოსტატობა პრაქტიკული მიზანდასახულობის მოდულია. ტელე ოპერატორი მუშაობს ნებისმიერი ხასიათის დადგმის განხორციელების მსვლელობაში. მას შეუძლია დაგეგმოს და ჩამოაყალიბოს რეჟისორის მხატვრული ჩანაფიქრი. იგი ამავდროულად ფლობს მხატვრის, ხმის ოპერატორის და მონტაჟის ხელოვნებას, კომპოზიციის, განათების ზოგად პრინციპებს და გადაღების ტექნიკური უზრუნველყოფის თავისებურებებს, ჯგუფური და ინდივიდუალური შემოქმედებითი მუშაობის ჩვევებს.
კინო-ტელე ოპერატორის ოსტატობა
მოდულის კინო-ტელე ოპერატორის ოსტატობა” შესწავლის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს კინო-ტელე ოპერატორის ოსტატობის ხელოვნების ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს. ისახავს შეასწავლოს სტუდენტებს ფოტო, ვიდეო და კინო ტექნიკით მაღალმხატვრული გამოსახულების მიღების პრინციპები, ხელს შეუწყობს სტუდენტთა დაოსტატებას პროფესიონალ კინო-ტელე ოპერატორებად ჩამოყალიბების პროცესში, კურსის ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ მხატვრული აზრონების უნარჩვევებს.
კინო-ტელე ოპერატორის ოსტატობა კურსის გავლისას სტუდენტები შეისწავლიან გამოსახულების შექმნის ძირითად კლასიკურ და თანამედროვე პრინციპებს. აუდიოვიზუალური ხელოვნების არსს, დრამატურგიის გამოსახულებაში გადატანის ხერხებს და საშუალებებს ;
კინო-ტელე ტექნიკა და ტექნოლოგიები
კინოგადასაღები ტექნიკის (გადამღები ციფრული კამერების, განათების, ხმის ჩამწერი და დამატებითი აპარატურის, აგრეთვე საოპერატორო ტრანსპორტის) გამოყენებისა და უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება. ასევე საკომუნიკაციო ენის შესწავლა.
უახლესი კინო-ტელე ტექნიკა და ტექნოლოგიები
აუდიოვიზუალურ მიმართულებაში გამოყენებადი თანამედრვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების თეორიული სწავლება (პრაქტიკული აპარატურის სამაგალითო გამოყენებით)
კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის თანამედროვე მიღწევები.
მოდული მსოფლიო კინოს ისტორია
კინოენისა და კინოინდუსტრიის ფორმირების პერიოდი
კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს კინოენისა და კინოინდუსტრიის ფორმირების პერიოდის კინემატოგრაფის ისტორია.
კურსი ქრონოლოგიურად შეისწავლის კინემატოგრაფის განვითარების საწყის ეტაპებს, დაწყებული პრეისტორიიდან და კინოაპარატის შექმნის პირველი მცდელობებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე.
სტუდენტები შეისწავლიან კინოწარმოების განვითარებისა და კინოინდუსტრიის ჩამოყალიბების საფუძვლებს ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, გაეცნობიან ამ პერიოდის მნიშვნელოვან რეჟისორთა შემოქმედებას; გააცნობიერებენ უხმო კინოს ესთეტიკას, სხვადასხვა ჟანრის წარმოშობის სპეციფიკას და ამ პერიოდის მანძილზე ჩამოყალიბებულ მიმდინარეობების განვითარების ისტორიულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ასპექტებს.
მსოფლიო კინოს ისტორია 1940-70-იან წლებში
კურსი ქრონოლოგიურად შეისწავლის მსოფლიო კინოს ისტორიას II მსოფლიო ომის დასრულების პერიოდიდან 70 წლებამდე. სტუდენტები გაეცნობიან მნიშვნელოვან რეჟისორთა შემოქმედებას, კინოს ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებულ მიმდინარეობებსა და მათი წარმოშობის გამომწვევ ისტორიულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ასპექტებს.
თანამედროვე კინოხელოვნება (70-იანი წლებიდან დღემდე)
კურსის მიზანია XX საუკუნის მეორე ნახევრიდან განვითარებული კულტურული ტენდენციებისა თუ საზოგადოებრივი მოძრაობების ანალიზის ფონზე გააცნოს სტუდენტებს თანამედროვე კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესები. რა გავლენა მოახდინა კონტრკულტურამ, პოპკულტურამ და პოსტმოდერნიზმმა კინოში ახალი მიმართულებების, თემების, პრობლემატიკის
მოდული ქართული კინოს ისტორია
ქართული კინო დაბადებიდან 1955 წლამდე
კურსი განიხილავს ქართული უხმო და ხმოვანი კინოს შექმნის რთულ და მრავალფეროვანი ძიებებით აღსავსე ეტაპებს, ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ჩამოყალიბებულ სოცრეალიზმის ნიშნებსა და მახასიათებლებს. საწყისი პერიოდიდან გარდატეხის პერიოდამდე არსებულ ძირითად ტენდენციებს, ავტორებს, კინოს მეშვეობით სოციუმში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. განსაზღვრავს ეროვნული კინოს ადგილს მსოფლიო კინოს განვითარების კონტექსტში.
განახლებული ქართული კინო (1954 _ 1970წწ.)
ტოტალიტარული რეჟიმის შემდგომი ეტაპი ქართულ კინოში აქტიური შემოქმედებითი ძიებებით აღინიშნება.სოცრეალიზმის საპირისპიროდ ქართულ კინოში დაიწყო ეროვნული იდენტობის, ხასიათის შტრიხების ძიება. 1960-70-იანი წლების ყალიბდება ქართული საავტორო კინო-ჟანრულ-სტილური მრავალფეროვნებით, ინდივიდულაური აზროვნების სტილით, რომელსაც იგავური ფორმით სააშკარაოზე გამოქონდა საზოგადოებაში დაგროვილი მწვავე მორალუ-ზნეობრივი პრობლემები. კურსის მიზანია ისაუბროს ქართული საავტორო კინოსზე, აუდიო-ვიზუალური სტრუქტურის თავისებურებაზე, ჟანრულ-თემატურ ასპექტებზე. გაიაზროს ქართული კინოს ადგილი ეროვნული კულტურის განვითარებაში.
ქართული კინო XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე
სააავტორო კინოს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია 1980-იანი წლები, როდესაც ახალი თაობა ქმნსი ახალ რეალიზმს, იწყებს საუბარს საკუთარი თაობის მწვავე პრობლემებზე არა მხოლოდ თემატურად არამედ ესთეტიკით, სტილით უპირისპირდება მამათა თაობას. თუმცა 1990-იანი წლების პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულად აფერხებს კინოს განვითარებას. შეიძლება ითქვას რომ 1980-იანი წლებიდან დღემდე ქართული კინო გადის განვითარების სამ ეტაპს-ე.წ „ოთხმოციანელების“ კრიზისული კინო და 21 საუკუნის კინო. სწორედ ამ ეტაპების საერთო და განმასხვავებელ ნიშნებსა და მახასიათებლებზე იქნება საუბარი.
მოდული მსოფლიო ხელოვნების ისტორია
ძველი მსოფლიოს ხელოვნება
კურსის მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ადრეული პერიოდები ისტორიული თანმიმდევრობით. კურსი განიხილავს დიდი კულტურული პერიოდებისა და რეგიონების – პირველყოფილი, ძველი ეგვიპტისა და შუამდინარეთის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხელოვნება ზოგადკულტურული მოვლენების კონტექსტში. კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს პირველყოფილი საზოგადოების შემორჩენილი შემოქმედებითი მოღვაწეობის დანატოვარი: გამოქვაბულთა მხატვრობა, ქანდაკების ნიმუშები, მეგალითური ნაგებობები. კურსის მიზანია წარმოაჩინოს ეგვიპტის, შუმერების, ბაბილონელებისა და ასურელების არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების ძეგლები, მათი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის, რელიგიისა და ხელოვნების დამოკიდებულების საკითხები. ასევე, ძველი საბერძნეთისა და რომის, ბიზანტიის, შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნების ისტორიასა და ხელოვნების ძეგლებთან დაკავშირებული საკითხები.
კურსის ამოცანაა, სტუდენტებს შეასწავლოს ხელოვნების ძირითადი ცნებები და ტერმინები, ზემოაღნიშნული პერიოდების არქიტექტურის, მხატვრობის, ქანდაკების უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები, გამორჩეული ოსტატების შემოქმედება, მოცემული პერიოდების ხელოვნების სტილისტური თავისებურებები როგორც ეპოქალურ, ისე ცალკეული რეგიონის დონეზე.
კურსის ამოცანაა, სტუდენტს განუვითაროს ლიტერატურაზე მუშაობის, ხელოვნების აღქმის, საკუთარი თვალსაზრისის გამომუშავებისა და მისი დასაბუთების უნარი როგორც წერილობით, ასევე, ზეპირად.
ხელოვნება შუა საუკუნეებიდან XIX ს-ის ჩათვლით
კურსის მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიული ეტაპები XIV საუკუნიდან XIX ს-ის ჩათვლით; გააცნოს დასავლეთ ევროპის ხელოვნების თავისებურებანი, გაარკვიოს სტუდენტი რენესანსისა და შემდგომი ეპოქების ცალკეული დიდი ხელოვანისა თუ მხატვრული სკოლის თვითმყოფად, ძირითად მახასიათებლებში; ასევე, შეასწავლოს არქიტექტურულ სტილთა და ფერწერულ მიმართულებათა (ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, რომანტიზმი) წარმოშობისა და განვითარების თავისებურებანი, მათი მახასიათებლები; თითოეული პერიოდის მნიშვნელოვანი შემოქმედნი და მათი ქმნილებები; შეასწავლოს სტუდენტს ცალკეული რეგიონის ხელოვნების მახასიათებლები, სტილთა ვარიაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
სტუდენტებმა, უნდა შეძლონ, შესასწავლი პერიოდის ცალკეული ეპოქის ზოგადი დახასიათება, ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედების გაანალიზება ზეპირად (მაგალითების მოხმობით).
მსოფლიო ხელოვნების ისტორია. XX საუკუნის ხელოვნება
კურსის მიზანია სტუდენტი გაეცნოს თანამედროვე ხელოვნების დისკურსს, XX საუკუნის ვიზუალურ ხელოვნებაში განხორციელებულ რადიკალურ რევოლუციურ ცვლილებებსა და ნოვაციებს. გააცნობიეროს ხელოვნებაში შემოჭრილი სტილური მრავალფეროვნება და სიჭრელე, როგორც ეპოქალური საზრისის ლოგიკური გამოხატულება და ასახვა.
სტუდენტმა კურსის გავლის შემდგომ უნდა შეძლოს მოდერნული და პოსტმოდერნული ხელოვნების მულტიკულტურული ანალიზი, მისი განხილვა შესაბამის მხატვრულ-სოციალურ კონტექსტში. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტისთვის სახვითი ხელოვნების ნიმუშების სტილისტური ანალიზის ჩვევის ჩამოყალიბება-გაღრმავებას, კრეატიული მიდგომის მხარდაჭერას, სახვითი ხელოვნების არსის გააზრებას ზოგადკულტურული გარემოს და ისტორიული ჭრილის რაკურსით. შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ანალიზის ფუნდამენტური მეთოდების და თანამედროვე მეთოდოლოგიის გაცნობის და გააზრების გზით; პრაქტიკული მეცადინეობის საშუალებით დამოუკიდებელი ანალიზის და შეფასების კრიტერიუმების გამომუშავებას. კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს საჭირო ლიტერატურის და წყაროების მოძებნის და მასზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევას, განუვითარდეს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფში მუშაობის უნარი.
qarTuli xelovnebis istoria
saswavlo kursis mizania studentebs gaacnos qarTuli xelovnebis ZiriTadi sakvanZo sakiTxebi uZvelesi periodidan XXsaukunis CaTvliT, raTa msoflio xelovnebis fonze TviTonve naTlad gaacnobieron qarTuli xelovnebis specifika, Taviseburebani da ZiriTadi ier-saxe.
msoflio literaturis istoria
კურსი მიზნად ისახავს მწერლობის ისტორიის შესწავლას, რისთვისაც აუცილებელია ლიტერატურული ძეგლის სიღრმისეული გაშინაარსება ანუ ინტერტექსტუალური ანალიზი. ამიტომ მსოფლიო ლიტერატურის ისტორია უნდა განიხილოს როგორც კულტუროლოგიური ფენომენი – ბუნებრივია ქართულ მწერლობასთან მიმართებაში; რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ ლიტერატურულ სიმბოლოთა სისტემას, რადგანაც სახისმეტყველებითი აზროვნება ასევე უნივერსალურია და აფართოებს ლიტერატურის კომპარავისტულ აღქმას. ამ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს უკვე შეუძლია საკუთარი ინტერპრეტაციებით იმსჯელოს ლიტერატურულ ნაწარმოებზე – შესატყვისი ნაშრომის მომზადებით.
მედია სამართალი, მედია ეთიკა და თვითრეგულირება
კურსის მიზანია მედია სამართლის, მედია ეთიკისა და თვითრეგულირების მექანიზმების არსის, მათი ურთიერთმიმართების განსაზღვრა და გააზრება სტუდენტების მიერ. ერთი მხრივ, მედია სამართალი და, მეორე მხრივ, მედია ეთიკა და თვითრეგულირების მექანიზმები, ერთ კომპაქტურ სასწავლო კურსში გაერთიანებული, სტუდენტებს წარმოდგენას შეუქმნის იმ სამართლებრივ და პროფესიულ ნორმებზე, რომელთა დაცვა ერთობლიობაში უზრუნველყოფს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად მასმედიის ძირითადი ფუნქციების შესრულებას, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის რეგულირებას და თვითრეგულირებას.
მედია სამართლის მიმართულებით კურსის მიზანია მასმედიასთან და ჟურნალისტების მუშაობასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ნორმების (კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”, საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ”, საქართველოს კანონი “რეკლამის შესახებ”…) შესწავლა და შესაბამისი ქართული თუ უცხოური პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება.
მედია ეთიკისა და თვითრეგულირების მიმართულებით კურსის მიზანია სტუდენტებმა მედია ეთიკა აღიქვან, როგორც პროფესიული სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობა; ხოლო თვითრეგულირება, როგორც ამ ნორმების პრაქტიკაში დასამკვიდრებელი მექანიზმი, რომელიც ცდილობს მედიისა და მისი აუდიტორიის/მომხმარებლის ურთიერთობის დარეგულირებას.
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან: მედია ეთიკისა და ანგარიშვალდებულების სისტემებს, ეთიკის კოდექსების ტიპებს და ძირითად დებულებებს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ქარტიის მუშაობის პრაქტიკას; გააანალიზებენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის მდგომარეობას ქართულ მედიაში.
ზოგადსაუნივერსიტეტო კურსები:
აკადემიური წერა
kursis swavlebam studentებs unda ganumtkicos qarTuli enis codna, aumaRlos swormetyvelebisa da marTlweris kulturis done, aswavlos akademiuri standartiT wera, literaturis Sesabamisad miTiTeba, rac saSualebas miscemT maT, swavlis periodSi mocemuli weriTi davalebebi Seasrulon akademiur doneze, iswavlon, rogor moiZion masala, rogor imuSaon wyaroebze.
საინფორმაციო ტექნოლოგიები
კურსი მიზანად ისახავს მისცეს საშუალება სტუდენტს დაეუფლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
შეისწავლოს:
• კომპიუტერის ზოგადი არქიტექტურა, მისი შემადგენელი ნაწილების (სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი) მუშაობის პრინციპები;
• მთავარი დაფის, მიკროპროცესორის, მეხსიერების, დამაგროველებლებისა და სხვადასხვა პროგრამების ურთიერთობა და ურთიერთქმედება;
• ოპერაციულ სისტემა Windows გარემოში მუშაობის წესები. Windows -ის საბაზო შემადგენლები – მთავარი მენიუ, სამუშაო მაგიდა, ამოცანების პანელი სტარტის ღილაკი, მართვის პანელი, პიქტორამა, იარლიყი, ფაილი, საქაღალდე, დოკუმენტი, „კომპიუტერი“ „გამცილებელი“. მოქმედებები ფაილებზე, საქაღალდეებზე და დისკებზე;
• MS Word – ტექსტური რედაქტორის საშუალებით სხხვადასხვა სირთულის ტექსტების დაფორმატება, სიების შედგენა, ცხრილებთან მუშაობა, გვერდების დანომვრა, გრაფიკული ელემენტების ჩასმა, მხატრული წარწერების შექმნა;
• MS Excel ცხრილების რედაქტორის საშუალბით – ცხრილების შედგენა და რედაქტირება. არითმეტიკული ფორმულების გამოყენება, ჯამის, პროცნტის გამოთვლა. მარტივი ფუნქციების, სორტირებისა და ფილტრების მოხმარება.
• MS PowerPoin პრეზენტაციის რედაქტორის საშუალებით პრეზენტაციების მომზადება
კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა შეძლოს საოფისე პროგრამების გამოყენება სხვადასხვა სირთულის დოკუმენტების, ბუკლტების, საკურსოების და სხვა ნაშრომების სათანადოდ წარმოსაჩენად.
ფსიქოლოგია (ზოგადი)
kursi miznad isaxavs gaacnos studentebs adamianis fsiqikur funqciaTa raoba da Taviseburebani. maTi warmoSobis da mimdinareobis procesebi da am funqciaTa roli da da daniSnuleba. auxsnas studentebs, rom TiToeuli fsiqikuri funqcia varjiSebadia, da amitomac SesaZlebelia maTi daxvewa.
ფილოსოფია
კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტებს გააცნოს ფილოსოფიის ძირითადი ელემენტები, პრობლემები, ცნებები, კატეგორიები, მიმდინარეობები, მეთოდები. კერძოდ, ონტოლოგიის, შემეცნების თეორიის, აქსიოლოგიის, ისტორიის ფილოსოფიის, ეთიკის და ესთეტიკის საფუძვლები.
კურსის მიზნებია:
1. სტუდენტი უნდა გაერკვეს ფილოსოფიასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში, შეისწავლოს ფილოსოფიური აზრის განვითარების სხვადასხვა მიმართულებები და მიმდინარეობები.
2. სტუდენტები უნდა გაეცნონ ფილოსოფიის პრინციპებსა და თავისებურებებს, მის მთავარ წარმომადგენლებსა და მათ ძირითად შრომებს. ყოველი ცალკეული წარმომადგენლის, სკოლის, შრომისა თუ ცნების გაცნობისას დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა არის მათში ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო (ან უინტერესო) ყოფილიყო შემდგომი ეპოქებისთვის, მათ შორის ჩვენთვის;
3. გაუჩნდეთ ფილოსოფიურ თემებზე კამათის, დასაბუთებულად მსჯელობის ინტერესი.
4. შეძლონ, პატივისცემით და თან კრიტიკულად მიუდგნენ ფილოსოფოსთა აზრებს. დაინახონ, რომ ყოველგვარი ფილოსოფიური აზრი (და აგრეთვე მეცნიერული აზრი მის შესახებ) არის, ერთის მხრივ, ავტონომიური, მეორეს მხრივ კი ისტორიული ვითარებითა და სხვადასხვა გარემოებათა ერთობლიობითა და ტრადიციებით განპირობებული.
5. ისწავლონ ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობა, გაიგონ, რომ ამა თუ იმ ფილოსოფიის შესწავლა ტექსტის გაგებით (ან ზოგჯერ მისი ვერ-გაგებით) იწყება და გრძელდება მის შესახებ არსებული ლიტერატურის გაცნობით, და უფრო სრულყოფილი ხდება ორივეს გათვალისწინებისა და გათავისების შედეგად ხოლო მათგან განდგომის შემდეგ საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებით, რომელმაც ისევ ტექსტში უნდა დაგვაბრუნოს.
6. კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა შეძლოს ანალიტიკური ხასიათის ნაშრომის მომზადება ფილოსოფიაში. მან უნდა შეძლოს თავისი მოსაზრებების გადმოცემა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად.
შემოქმედების ფსიქოლოგია
კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს ფსიქოლოგიის მეცნიერების კავშირი ხელოვნების სხვადასხვა დარგთან. მიაწოდოს სიღრმისეული ცოდნა ფსიქიკური ცნობიერი და არაცნობიერი პროცესების შესახებ. ახსნას შემოქმედებითობის წარმოშობის, მიმდინარეობის, ფუნქციების და დანიშნულების საკვანძო საკითხები.
ესთეტიკის თეორია და მოკლე ისტორია
სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტების მიერ ესთეტიკის თეორიისა და ესთეტიკის ისტორიის მოკლე კურსის შესწავლა და იმ თავისებურებზე რეფლექსიის განხორციელებაა, როგორი თავისებურებების გამოც ესთეტიკა და ესთეტიკის ისტორია ფილოსოფიურ დისციპლინებად ჩამოყალიბდნენ. სტუდენტები ცოდნას მიიღებენ ესთეტიკის კატეგორიების, მათი სტრუქტურისა და ესთეტიკასთან დაკავშირებული თემების ეპოქალური მახასიათებლების შესახებ ისტორიული კონტექსტის მიხედვით. ამ კონტექსტში, სტუდენტებისათვის საინტერესო იქნება მსჯელობა ანტიკური, შუა საუკუნეების, აღორძინების, ახალი დროის, თანამედროვე ეპოქების მოაზროვნეთა ესთეტიკურ შეხედულებებზე. სწავლების საბოლოო მიზანი იმ თეორიული ცოდნის დაუფლებაა, რომელიც საჭირო და აუცილებელია ესთეტიკის თეორიისა და ესთეტიკის ისტორიის ძირითადი საკითხების გაგების გზაზე.
სასწავლო კურსი ორიენტირებულია შემდეგი თემების შესწავლაზე:
მშვენიერება ბუნებასა და ხელოვნებაში – ასე შეგვიძლია განვსაზღვროთ ესთეტიკის საგანი მოკლედ და სტანდარტულად, მაგრამ ამგვარი ლაკონური განსაზღვრების შიგნით იგულისხმება მთელი რიგი იმ ცნებებისა და კატეგორიებისა, რომლებსაც სწავლობს ესთეტიკა, როგორც ფილოსოფიური დისციპლინა. მაგალითად, მშვენიერისა და უგვანოს კატეგორიებს ადამიანში, ბუნებაში, ნივთთა სამყაროში, ხელოვნებაში, სწორედ ესთეტიკა განიხილავს, თუმცა ესთეტიკის ინტერესი მხოლოდ მითითებულ სფეროებში მშვენიერებისა და უგვანოს ძებნა – ძიებით არ ამოიწურება. ესთეტკის სფეროა ასევე ტრაგიკულისა და კომიკურის, ესთეტიკური სუბიექტისა და ესთეტიკური ობიექტის, ხელოვნების ნაწარმოების შინაარსისა და ფორმის ურთიერთმიმართებებზე და სხვა მსგავს საკითხებზე რეფლექსიის განხორციელებაც.
ცხადია, ესთეტიკას, როგორც ფილოსოფიურ დისციპლინას, ისტორიაც გააჩნია, რამდენადაც ესთეტიკური ცნებებისა და კატეგორიების შესახებ მსჯელობებს, ანტიკური ეპოქიდან დაწყებული, თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქით დამთავრებული, კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე ვხდებით. ამდენად, ესთეტიკის თეორიისა და ისტორიის მოკლედ განხილვა, ძალზედ საინტერესო უნდა იყოს, მეტადრე, ხელოვნებისა და კულტურის თემებით დაინტერესებული მსმენელებისთვის.
არჩევითი კურსები:
მიზანსცენა კინოში – რეჟისორისა და მსახიობის კოლაბორაცია
მიზანსცენა კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელსაც ისევე როგორც მთლიანად სცენარს, თუ საბოლოო ჯამში ფილმს აქვს თავისი ეტაპები. სწორად აწყობილი მიზანსცენა ავტორს ეხმარება მაქსიმალურად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და ხედვა ამბის თხრობისას. სასწავლო კურსის მიზანია:
სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტს – შესძინოს პრაქტიკული ცოდნა როგორ ააწყოს მიზანსცენა კინოში, როგორ მიუდგეს მსახიობს რომ თავისი იდეები მაქსიმალურად აღბეჭდოს ეკრანზე.
სამსახიობი ფაკულტეტის სტუდენტებს – შესძინოს კამერის შეგრძნების, ემოციების სწორი რაოდენობით გაცემის, შემოთავაზებული მიზანსცენის სწორი აღქმის უნარი.
თემის მხატვრული ინტერპრეტაცია მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში
სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტებმა გამოიმუშაონ თემის მხატვრული ინტერპრეტაციის შეფასების უნარი.
ვიზუალური ხელოვნების როლი კინოენის განვითარებაში
კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს სახვითი ხელოვნების როლი კინოში. თუ რა ზეგავლენა იქონია ფერწერამ, გრაფიკამ და ქანდაკებამ კინოს ტილისტიკის ჩამოყალიბებაზე, ორგანზომილებიან გამოსახულება როგორ ჩაანაცვლა სამგანზომილებიანმა მოძრავმა იმიჯმა.
თანამედროვე კინომეტყველების ფორმები
სასწავლო კურსის „თანამედროვე კინომეტყველების ფორმები” მიზანია სტუდენტებს გააცნოს XXI საუკუნის კინემატოგრაფში მიმდინარე, უახლესი პროცესები და ჩაატარებინოს პრაქტიკული სავარჯიშოები თანამედროვე კინომეტყველების შესაქმნელი ტექნიკური და შემოქმედებითი ინსტრუმენტების გამოყენებით.
აუდიოვიზუალური სინთეზი
სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საოპერატორო ჯგუფის სტუდენტებს ხმოვანი რიგის კულტურა, მათი სახეობანი და ფუნქციური თვისებები: ვიზუალური რიგის პროცესუალური თვისებებია და ხმოვანი რიგის დროში ჩამოყალიბების მსგავსება –
მოძრაობის მრავალი ასპექტი. ოპერატორულ ხელოვნებაში მოძრავია კამერა, სუბიექტი, ობიექტი რაც აუდიო რიგის მსგავსად სტუდენტებში თემატურ კონცენტრაციას იწვევს და აუდიოვიზუალური მონტაჟის სახით ერთ სინტეზურ ქსოვილად წარმოგვიდგება.
ფსიქოტექნიკა და შემოქმედებითი უნარები
სასწავლო კურსი შემუშავდა პროგრამა „Erasmus +“ – ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უმაღლესი სასწავლებლების პოტენციალის გაზრდა უნივერსიტეტების ინდუსტრიის დაკავშირება გონივრული სამეწარმეო თანამშრომლობისა და სტუდენტთა კონკურენტუნარიანი ინტელექტის საშუალებით“ ფარგლებში შემუშავებული და განხორციელებული კურსის გათვალისიწნებით.
ფილმის პროექტის მომზადება დაფინანსებისთვის
კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს ფილმის იდეის სამუშაო „პროექტად“ ქცევა, პროექტის „შეფუთვა“ და მისი მომზადება დაფინანსებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში კურსის მიზანია გამოუმუშავოს სტუდენტებში მხატვრული ტექსტის კითხვის ანალიზური მეთოდი, დაანახოს მათ ტექსტის საზრისი, მისი (მთავარი და მეორეხარისხოვანი) პერსონაჟების ადგილი და დანიშნულება, შეასწავლოს ტექსტის სეგმენტიზაციის პრინციპი და პირუკუ – სეგმენტების კვლავ ერთ მთლიანობად შეკვრის ხერხი. ყოველივე ამის საფუძველზე სტუდენტებმა უნდა შეძლონ განიხილონ ამ ტექსტების ავტორიზებული კინოვერსიები – რეჟისურის და სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით (პლუს ყველა შემავალი კომპონენტის – მუსიკა, განათება, კოსტიუმები, პაუზები და სხვა გათვალისწინებით).