2023 წლის 19 და 20 დეკემბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულმა. ესენი არიან: ნანო ღვინიანიძე, ნინო კვირიკაშვილი და მირანდა ნამიჭეიშვილი. საქართველოდან, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა მონაწილეობდნენ ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც. სასიხარულოა, რომ საქართველოდან წარგზავნილებმა თავი გამოიჩინეს და გამარჯვება მოიპოვეს.

საერთაშორისო კონკურსში, პირველ ადგილზე გავიდა ილიას უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო ჩვენმა წარგზავნილმა მირანდა ნამიჭეიშვილმა მე-4 ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ გამარჯვებას და პროექტის წარმატებას ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტ CONNECT-ში ჩართულ სტუდენტებს, პედაგოგებს, მენეჯმენტის ჯგუფის წევრებსა და მთლიანად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს!

იხილეთ ფოტოები

2023 წლის 5 და 6 დეკემბერს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტ CONNECT-ის ფარგლებში, მენეჯმენტ ჯგუფის და პარტნიორების გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბ-ლაბში (მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია) ბიზნეს იდეების კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში მონაწილე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.

კონკურსს დაესწრნენ და ჟიურიში მონაწილეობა მიიღეს ევროპელმა პარტნიორებმა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ჩვენი უნივერსიტეტიდან გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

ნანო ღვინიანიძე – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, კინომცოდნეობა, მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი;

ნინო კვირიკაშვილი – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, დოქტორანტი;

მირანდა ნამიჭეიშვილი – კინო-ტელე ფაკულტეტი, კურსდამთავრებული.

იხილეთ ფოტოები

2023 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელდარ შენგელაიას სახელობის კინოდარბაზში გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილე სტუდენტებისთვის.

ღონისძიება გახსნა და პროექტის მიღწევები შეაჯამა პროექტის მენეჯმენტ-ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნატო გენგიურმა.

აღნიშნული ტრენინგები 2 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT ფარგლებში განხორციელდა. ტრენინგების ფარგლებში სტუდენტებმა მოამზადეს და წარმოადგინეს სტარტაპები.

სტარტაპების კონკურსის გამარჯვებულის სერტიფიკატი გადაეცა თინათინ ასათიანს სტარტაპისთვის „აბი“, გიგი ბებიას – სტარტაპისთვის „ART Sakartvelo”, ნანო ღვინიანიძეს – სტარტაპისთვის „აპლიკაცია „მასტერკლასი“ და ანკა ხუნდაძეს – სტარტაპისთვის „კულინარიული გიდი“.

გამარჯვებულმა სტუდენტებმა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზირეს ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტები, პედაგოგები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუმრები.

ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტში ჩართულ სტუდენტებს და პედაგოგებს სიტყვით მიმართა და წარმატება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა.

ტრენინგების სამივე ნაკადის სტარტაპების კონკურსებში გამარჯვებულები დეკემბერში მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპების ეროვნულ კონკურსში, რომელიც ილიას უნივერსიტეტში ჩატარდება. იქ გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

იხილეთ ფოტოები

2023 წლის 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება – „ERASMUS + ინსტიტუციური განვითარების პროექტი Connect. ვიზიტი ბუქარესტში – სამომავლო პერსპექტივები“.

პროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა პროექტის მენეჯმენტ-ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ნატო გენგიური.

გაიმართა დისკუსია და მსჯელობა პროექტის ფარგლებში უკვე არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის კოორდინატორმა ნანა ლეწვერიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხარებავამ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ანა სამსონაძემ, პედაგოგებმა, სტუდენტებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინსტიტუციური განვითარების პროექტში მონაწილეები, უნივერსიტეტის პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

იხილეთ ფოტოები

2023 წლის 5−7 დეკემბერს გაიმართება ბიზნეს იდეების კონკურსი – „ციფრული ბიზნესი“

,,ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტ CONNECT”-ის ფარგლებში, 2023 წლის 5−7 დეკემბერს გაიმართება ბიზნეს იდეების კონკურსი – „ციფრული ბიზნესი“

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კურსდამთავრებულთა დასაქმების პოტენციალის განვითარებას სტუდენტებში სამეწარმეო უნარების განვითარების გზით.

კონკურსის ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი “ილიაუნი”

კონკურსის მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები

ბიზნეს იდეების კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 30 ნოემბრის 18:00 საათამდე ბმულზე:

ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT-ის ფარგლებში მენეჯმენტის ჯგუფის სამუშაო ვიზიტი ბუქარესტში

2023 წლის 21-26 ოქტომბერს, ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში, Connect პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური, კოორდინატორი ნანა ლეწვერიძე და ფინანსური მენეჯერი ნინო შალუტაშვილი იმყოფებოდნენ ბუქარესტში (რუმინეთი), იონ ლუკა კარაჯალეს თეატრისა და კინოს ნაციონალურ უნივერსიტეტში (Caragiale National University of Theatre and Film, Bucharest), სადაც პროექტის მენეჯმენტ ჯგუფის შეხვედრები გაიმართა.

პროექტი 2021 წლიდან ხორციელდება, სხვადასხვა ქვეყნის 9 უნივერსიტეტი მონაწილეობს და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ვიზიტის დროს გაიმართა პროექტის მონაწილე ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები. შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნა შესრულებული სამუშაოების ანგარიში და პროექტის ფინალური ეტაპის საკვანძო საკითხების განხილვა. შედგა პროექტის მენეჯმენტ-ჯგუფისა და ევროპელი პარტნიორების ინდივიდუალური შეხვედრა-კონსულტაციები თითოეული ქვეყნის წარმომადგენლებთან.

ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც: კარაჯალეს თეატრისა და კინოს ნაციონალურ უნივერსიტეტთან, რომელთანაც ამ წლის ზაფხულში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიგეგმა სამომავლო პროექტები, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობას.

იხილეთ ფოტოები

2023 წლის 19 სექტემბერს, TV „პალიტრა ნიუსის“ დილის გადაცემაში ერაზმუს+ ინსტიტუციური პროექტის CONNECT ტრენინგების შესახებ ისაუბრეს პროფესორმა ნატო გენგიურმა და ასოცირებულმა პროფესორმა დოდო ჭუმბურიძემ.

იხილეთ გადაცემის ჩანაწერი: ნატო გენგიური & დოდო ჭუმბურიძე

TAFU Connect Project_ERASMUS+ 2023

ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT ის ფარგლებში მენეჯმენტის ჯგუფის სამუშაო ვიზიტი რიგაში

2023 წლის 16-21 ივლისს ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ჩატარდა ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT-ის მენეჯმენტ ჯგუფისა და პარტნიორების სამუშაო შეხვედრები. მასპინძელი უნივერსიტეტი გახლდათ RISEBA – რიგის ბიზნესის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ერაზმუს + პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნატო გენგიურმა და პროექტის კოორდინატორმა ნანა ლეწვერიძემ. ისინი მოხსენებით წარდგნენ პარტნიორთა წინაშე. ეს იყო ანგარიში, რომელიც შეეხებოდა, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში 2021-დან 2023 წლის გაზაფხულის ჩათვლით განხორციელებულ აქტივობებს, ღონისძიებებსა და ტრენინგებს. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი და ასევე სამუშაო შეხვედრები, პროექტის შემდეგი ეტაპების დაგეგმვის მიზნით.

ვიზიტი ძალზე ნაყოფიერი იყო როგორც ახალი გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, ისე ერაზმუს + პროექტის Connect შემდგომი მართვისა და ჩვენს უნივერსიტეტში მისი სათანადოდ დასრულება-განვითარების თვალსაზრისით.

იხილეთ ფოტოები

სტარტაპების კონკურსი – ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT 2023 წლის გაზაფხულის სემესტრის ფინალური ღონისძიება

2023 წლის 3 მაისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგების მონაწილე სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება და სტარტაპების კონკურსის მეორე ეტაპი. აღნიშნული ტრენინგები 13 მარტიდან 2 მაისის ჩათვლით, ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT ფარგლებში განხორციელდა.

3 მაისს პროექტის ფარგლებში განხორცილებული ტრენინგების მეორე, საგაზაფხულო ეტაპი შეჯამდა, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და აგრეთვე, მაისურები პროექტის ემბლემით.

პროექტის საგაზაფხულო ეტაპი შეაჯამეს და სტუდენტებს წარმატება მიულოცეს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხარებავამ, პროექტის ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ნატო გენგიურმა, პროექტის კოორდინატორმა ნანა ლეწვერიძემ, პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა.

ღონისძიება დასრულდა სტარტაპების კონკურსით. სტუდენტებმა წინ წამოსწიეს ახალი ბიზნეს იდეები და საკონკურსო ჟიურის წინაშე წარმოადგინეს სტარტაპები (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. დოდო ჭუმბურიძე).

ჟიურის წევრები გახლდნენ ერაზმუს + პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის წევრები და პედაგოგები: ნატო გენგიური (პროექტის მენეჯერი, აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი), ნანა ლეწვერიძე (პროექტის კოორდინატორი) და პედაგოგები: თათა თავდიშვილი, რევაზ ჭიჭინაძე, თამთა თურმანიძე, ქეთევან ოჩხიკიძე.

სტარტაპების კონკურსის გამარჯვებულის სერტიფიკატი კი გადაეცა ორ მონაწილეს – ანა ცხვედაძეს და მიხეილ რამიშვილს. ანა ცხვედაძე გახლავთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ხოლო მიხეილ რამიშვილი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა.

ტრენინგების მესამე ეტაპი, რომელიც ასევე სტარტაპების კონკურსით დასრულდება, დაიწყება 2023 წლის შემოდგომაზე.

იხილეთ ფოტოები

სტარტაპების კონკურსი და წარმატებული სტუდენტები – ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT 2022 წლის ფინალური ღონისძიება

12 დეკემბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგების მონაწილე სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება და სტარტაპების კონკურსი. აღნიშნული ტრენინგები 17 ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგების ფარგლებში სტუდენტებმა შეიძინეს ახალი ცოდნა-გამოცდილება სახელოვნებო-შემოქმედებითი, დიგიტალური უნარებისა და აქსელერაციის მიმართულებით. მათ წინ წამოსწიეს ახალი ბიზნეს იდეები და საკონკურსო ჟიურის წინაშე წარმოადგინეს სტარტაპები (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. დოდო ჭუმბურიძე).

ჟიურის წევრები გახლდნენ ერაზმუს + პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის წევრები და პედაგოგები: ნატო გენგიური (პროექტის მენეჯერი, აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი), ნანა ლეწვერიძე (პროექტის კოორდინატორი) და პედაგოგები: თათა თავდიშვილი, თიკო ქათამაშვილი, რევაზ ჭიჭინაძე, თამთა თურმანიძე, ქეთევან ოჩხიკიძე.

სტარტაპების კონკურსში გაიმარჯვა ოთხმა მონაწილემ: ლიზი ხუნდაძემ, მარიამ ცხვედაძემ, ნინო კვირიკაშვილმა და ნიკოლოზ მაჩაბელმა, ხოლო ელენე თაბაგარის და მარიამ ხაჩიძის სტარტაპები სიგელით აღინიშნა. ყველა მათგანი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

სტუდენტებს წარმატება მიულოცეს სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა ზვიად დოლიძემ, პროექტის ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ნატო გენგიურმა, პროექტის კოორდინატორმა ნანა ლეწვერიძემ, პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა.

ტრენინგების მეორე ეტაპი, რომელიც ასევე სტარტაპების კონკურსით დასრულდება, დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე.

იხილეთ ფოტოები

2022 წლის ზაფხულში, ERASMUS+ პროექტის CONNECT-ის ფარგლებში, გაგრძელდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგების ვიზიტები უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

ERASMUS+ პროექტის CONNECT-ის ფარგლებში, 2022 წლის 13 – 18 ივნისს, ჩვენი პედაგოგი თათა თავდიშვილი იმყოფებოდა ფინეთში, ლაპენრანტას უნივერსიტეტში LUT University (Lahti University of Technology).

პროექტის ფარგლებში მესამე ვიზიტი კი 4 – 9 ივლისს შედგა. ასოცირებული პროფესორი რევაზ ჭიჭინაძე გაემგზავრა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, უნივერსიტეტში – RISEBA University of Applied Sciences.

ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის პედაგოგებმა თათა თავდიშვილმა და რევაზ ჭიჭინაძემ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის ტრენინგებში, მასტერკლასებსა და ვორქშოპებში, სტარტაპ ეკოსისტემის შექმნის, დიზაინ აზროვნებისა და მარკეტინგის სტრატეგიის მიმართულებით. მომწვევი მხარის ინიციატივით გაეცნენ სხვადასხვა ინსტიტუციის გამოცდილებას სტარტაპების წარმართვისა და განვითარების მხრივ, მოინახულეს უნივერსიტეტის CoWorking სივრცეები (სატელევიზიო სასწავლო სტუდია, არტ განყოფილების სივრცე RISEBA-სა და LUT University-ში), აგრეთვე ჰქონდათ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სტარტაპერებთან, სადაც გაეცნენ მათ გამოცდილებას.

იხილეთ ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა

2022 წლის 4-9 აპრილს, ერასმუს+ პროეტის CONNECT-ის („Connecting Universities Industry through Smart Enterpreneurial Cooperation and Competitive Intelligence of Students in Moldova, Georgia and Armenia“) ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები – ასოცირებული პროფესორი დოდო ჭუმბურიძე, ასისტენტ-პროფესორი თამთა თურმანიძე და ასისტენტი ქეთევან ოჩხიკიძე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში. მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტრენინგში – „Entrepreneurial Ecosystems“, რომელიც Anthology Management-ის მიერ განხორციელდა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მათ მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე ტრენინგში, მასტერკლასსა და სამუშაო შეხვედრაში საფინანსო დაგეგმარების, კომუნიკაციების მართვისა და ინვესტირების შესაძლებლობის მიმართულებით, ასევე, მოხდა სტარტაპების წარდგენა, გაიმართა ჯგუფური სამუშაოები, საინტერესო დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში, ზემოთ აღნიშნული თემატიკის ირგვლივ.

მომწვევი მხარის ინიციატივით, ისინი გაეცნენ ბულგარეთის სხვადასხვა ინსტიტუციის გამოცდილებას სტარტაპების წარმართვისა და განვითარების საქმეში, მოინახულეს CoWorking სივრცეები. ჰქონდათ გაცნობითი ხასიათის ვიზიტები ეროვნულ და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტსა და სოფიის უნივერსიტეტში, სადაც გაეცნენ მათ გამოცდილებას კულტურული ტურიზმის წარმოების მიმართულებით.

ვიზიტის განმავლობაში, ჩვენი პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში სწავლების პროცესის ყველა ეტაპზე და თითოეულ მონაწილეს Startup Acceleration მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები

ერაზმუს+ CONNECT პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ონლაინ ტრენინგებში ტაფუ-ს პედაგოგების მონაწილეობის ამსახველი ფოტოები

CONNECT მენეჯმენტის გუნდის სამუშაო შეხვედრა ერევანში


2021 წლის 07 – 13 ნოემბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გენგიური და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროგრამების სამსახურის გაცვლითი პროგრამების სპეციალისტი თეა ვაწაძე იმყოფებოდნენ ERASMUS + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT (CBHE ERASMUS+, Connecting universities and enterprises through Smart Entrepreneurship activities in Moldova, Georgia and Armenia) მენეჯმენტის გუნდის სამუშაო შეხვედრებზე ერევანში, რომელიც ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები