საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტს უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის ხარისხის მაღალი დონე, რისთვისაც ის ახორციელებს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. ასევე, უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები; და ზრუნავს ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება-დახვეწაზე.
- პროფესორი ნატო გენგიური
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი (მ. შ.) - პროფესორი ნატო გენგიური
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნანა დოლიძე
დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მაია ლევანიძე
კინო-ტელე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ვეფხვაძე
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კონსულტანტი