სიახლე

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სესია „ისტორიის კვალდაკვალ – სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე“

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი

საიუბილეო სესია

„ისტორიის კვალდაკვალ – სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე“

2023 წლის 8 დეკემბერს, 15:00 საათზე დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მართავს უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო სესიას – ,ისტორიის კვალდაკვალ – სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე“.

საიუბილეო სესიაზე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელები წარმოადგენენ მოხსენებებს საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის – სასცენო ხელოვნების ინსტიტუტის, შემდგომში – თეატრალური ინსტიტუტის, დღეს – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის – ისტორიასა და დღევანდელობაზე.

– სათეატრო ხელოვნების სწავლების ისტორიისათვის საქართველოში – გიორგი ცქიტიშვილი, თეატროლოგი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ინსტიტუტის დირექტორი

– საუკუნოვანი უნივერსიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა – ირმა დოლიძე, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

– დრამის რეჟისორები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში – თამარ ქუთათელაძე, თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

– კინოფაკულტეტის სათავეებთან – ლია კალანდარიშვილი, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

– კინომცოდნეობის დისციპლინის საწყისებთან – გიორგი რაზმაძე, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასისტენტ-მკვლევარი

– ქორეოგრაფია – ქორეოლოგია – ისტორიის კვალდაკვალ – ხათუნა დამჩიძე, ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი

– სახვითი ხელოვნების სწავლების შესახებ – პორტრეტები – ეკა თაბუკაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი

– ინტერდისციპლინარული კვლევის სათავეებთან – მანანა პაიჭაძე, ,გერმანისტი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

მისამართი: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (რუსთაველის გამზ. #19), ვასილ კიკნაძის სახელობის აუდიტორია.

დასწრება თავისუფალია.

ხანგრძლივობა: 15:00 – 17:00

Back to list