ჟურნალისტი, ჟურნალისტიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

1976 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობა.

2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „2000-2005 წლების ქართული პრესის ძირითადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპექტები“.

2004-2017 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.

2017 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2021 წლიდან – სადოქტორო პროგრამის „კულტურა მედიაში“ ხელმძღვანელი; კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: მასობრივი კომუნიკაცია; ინტერნეტჟურნალისტიკა და სოციალური მედია; მედიასამართალი, მედიაეთიკა და თვითრეგულირება; ანალიტიკური ჟურნალისტიკა; ბეჭდური მედია; გამოხატვის თავისუფლება; მედიამენეჯმენტი; მედია და საზოგადოება.

არის საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძისა და სერგეი მესხის სახელობის პრემიების ლაურეატი