პირველკურსელთა საყურადღებოდ!

გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. ონლაინ რეგისტრაცია
  2. დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება
I ეტაპი

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე tafu.edu.ge

2025  წლის 2 სექტემბრის 12:00 საათიდან 8 სექტემბრის 18:00 საათამდე.

ონლაინ რეგისტრაციის დროს ასატვირთი საბუთების ჩამონათვალი:  

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. ატესტატი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ფოტოსურათი ზომით 3×4;
  4. ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

          უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს

– რეგისტრაციისათვის მინიმალური გადასახადი – 1125 ლარი.

– 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – 0 ლარი

– 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – მინიმალური 337,5 ლარი

– 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – მინიმალური 562,5 ლარი

– სწავლის საფასურის გადახდის წესი

  • სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგ ანგარიშზე:

სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი TRESGE22,  ანგარიშის ნომერი: 708887289

შენიშვნა: ინტერნეტ და მობილბანკით გადახდის შემთხვევაში აირჩიეთ ბიუჯეტში გადარიცხვა და სახაზინო კოდის გრაფაში ჩაწერეთ ანგარიშის ნომერი:  708887289 (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები)

  • ონლაინ რეგისტრაციის დროს აუცილებელია სარეგისტრაციო პორტალზე განთავსებული ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრელი ტესტის შევსება!
II ეტაპი

დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნება 2025 წლის 9-11 სექტემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე:

ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №19,  III სართული.

 წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. 4 ფოტოსურათი ზომით 3×4,  ასევე CD-ზე ჩაწერილი;
  4. ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ბილეთი ან/და მიწერის მოწმობა);
  5. სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს.