ძვირფასო პირველკურსელებო,

გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია ჩატარდება ორ ეტაპად:

  • ონლაინ რეგისტრაცია
  • დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება.

I ეტაპი – ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  ჩვენს ვებ-გვერდზე tafu.edu.ge

2026 წლის 1 სექტემბრის 12 საათიდან  7 სექტემბრის  18 საათამდე.

ონლაინ რეგისტრაციის დროს ასატვირთი საბუთების ჩამონათვალი:  

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ატესტატი;
  • ფოტოსურათი ზომით 3×4;
  • ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ონლაინ რეგისტრაციის დროს კინო-ტელე და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის აუცილებელია სარეგისტრაციო პორტალზე განთავსებული ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრელი ტესტის შევსება!

II ეტაპი – დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნება 2026  წლის 7-9 სექტემბერს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, მისამართზე:

ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №19, III სართული.

 წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • 4 ფოტოსურათი ზომით 3×4,  ასევე CD-ზე ჩაწერილი;
  • ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ბილეთი ან/და მიწერის მოწმობა);

სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 14 სექტემბერს.

არქივი

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. ონლაინ რეგისტრაცია
  2. დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება
I ეტაპი

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე tafu.edu.ge

2025  წლის 2 სექტემბრის 12:00 საათიდან 8 სექტემბრის 18:00 საათამდე.

ონლაინ რეგისტრაციის დროს ასატვირთი საბუთების ჩამონათვალი:  

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. ატესტატი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ფოტოსურათი ზომით 3×4;
  4. ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

          უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს

– რეგისტრაციისათვის მინიმალური გადასახადი – 1125 ლარი.

– 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – 0 ლარი

– 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – მინიმალური 337,5 ლარი

– 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – მინიმალური 562,5 ლარი

– Procedure for Tuition Fee Payment

  • სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგ ანგარიშზე:

სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი TRESGE22,  ანგარიშის ნომერი: 708887289

შენიშვნა: ინტერნეტ და მობილბანკით გადახდის შემთხვევაში აირჩიეთ ბიუჯეტში გადარიცხვა და სახაზინო კოდის გრაფაში ჩაწერეთ ანგარიშის ნომერი:  708887289 (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები)

  • ონლაინ რეგისტრაციის დროს აუცილებელია სარეგისტრაციო პორტალზე განთავსებული ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრელი ტესტის შევსება!
II ეტაპი

დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნება 2025 წლის 9-11 სექტემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე:

ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №19,  III სართული.

 წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. 4 ფოტოსურათი ზომით 3×4,  ასევე CD-ზე ჩაწერილი;
  4. ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ბილეთი ან/და მიწერის მოწმობა);
  5. სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს.