პირველკურსელთა საყურადღებოდ!
გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია ჩატარდება ორ ეტაპად:
- ონლაინ რეგისტრაცია
- დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება
I ეტაპი – ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე tafu.edu.ge
2023 წლის 6 სექტემბრის 12:00 საათიდან 12 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ონლაინ რეგისტრაციის დროს ასატვირთი საბუთების ჩამონათვალი:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ატესტატი;
- ფოტოსურათი ზომით 3×4;
- ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
– უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს
– რეგისტრაციისათვის მინიმალური გადასახადი – 1125 ლარი.
– 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – 0 ლარი
– 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – მინიმალური 337,5 ლარი
– 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი – მინიმალური 562,5 ლარი
– სწავლის საფასურის გადახდის წესი
- სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგ ანგარიშზე:
სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი : სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სწავლის საფასურის ანგარიში: 708887289
- ონლაინ რეგისტრაციის დროს აუცილებელია სარეგისტრაციო პორტალზე განთავსებული ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრელი ტესტის შევსება!
II ეტაპი – დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 13-14 სექტემბერს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, მისამართზე:
ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №19, III სართული, აუდიტორია №4.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- 4 ფოტოსურათი ზომით 3×4, ასევე CD-ზე ჩაწერილი;
- ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ბილეთი ან/და მიწერის მოწმობა);
- სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2023 წლის 18 სექტემბერს.