წიგნადი და კომპაქტური დისკების ფონდი

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავისი შინაარსით სპეციფიკურია და წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო–საგანმანათლებლო ცენტრს. დღეისთვის წიგნადი ფონდი 57 166 ერთეულს წარმოადგენს. ცალკე საცავებში თავმოყრილია სამეცნიერო შრომები, დისერტაციები, დიპლომები (2 740 ერთეული), ჟურნალ-გაზეთები – 3 184 ერთეული, ვიდეოთეკა – 3 028 ერთეული კომპაქტური დისკი და მასზე არსებული 4 186 მასალა. ბიბლიოთეკაში დაცულია 1 554 ქართულ, რუსულ და უცხო ენაზე გამოცემული უნიკალური წიგნები და პერიოდული გამოცემები (რარიტეტი), რომლებიც თარიღდება XVI-XXს.ს. ბიბლიოთეკის საერთო ფონდი შეადგენს 70 304 ერთეულს.