მალხაზ ღვინჯილია

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

კულტურული ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი 2007 წლიდან, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1995 წელს დაამთავრა თსუ სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის მიმართულება. იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის ასპირანტურაში, ტურიზმის გეოგრაფიის სპეციალიზაციაზე. 2003 წელს კი დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოს შავიზღვისპირეთისა და მიმდებარე რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსული პოტენციალი.“

1998 წლიდან მუშაობს ჯერ თსუ სოხუმის ფილიალში მასწავლებლად, ასოცირებულ პროფესორად და 2004 წლიდან კათედრის გამგედ. სხვადასხვა წლებში ლექციებს კითხულობს ილიაუნში, თსუ-ში, ევროპის უნივერსიტეტში, სეუ-ში, საქართველოს უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტებში შემდეგ დისციპლინებში: მსოფლიოს ტურისტული ცენტრები, ტუროპერეიტინგი, საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები, ეკოტურიზმი.

2007 წლიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული ტურიზმის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ხელმძღვანელი.

ტურიზმის მიმართულებით გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები და სავარჯიშოები: ტურიზმის ეკონომიკა. სახელმძღვანელო ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის. თბ., 2009 (ლ. დოლიკაშვილთან და ნ. ჩეკურიშვილთან თანაავტორობით); ტურიზმისა და სასტუმროების ეკონომიკა. 2009 (ლ. დოლიკაშვილთან და ნ. ჩეკურიშვილთან თანაავტორობით); ტურიზმის გეოგრაფია. (სალექციო კურსი), თბ, 2020; ტურიზმის გეოგრაფია. ტესტებისა და სავარჯიშოების რვეული. თბ, 2017; საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები (სალექციო კურსი). თბ. 2019; საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები. ტესტებისა და სავარჯიშოების რვეული. თბ, 2018. რეცენზირებული აქვს სახელმძღვანელოები: ტურიზმის საფუძვლები. (სახელმძღვანელო). ლ. დოლიკაშვილი და სხვ. თბ. 2013; ტურიზმის ეკონომიკა. (სახელმძღვანელო). დ. დავითულიანი. ლ. კოჭლამაზიშვილი. თბ., 2017.

წლების განმავლობაში მონაწილეობს სადისერტაციო საბჭოებში: 2008წ. – რეცენზენტი. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაციის საბჭო; კომისიის წევრი; 2015წ. – კომისიის თავჯმდომარე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადოქტორო დისერტაციის საბჭო; 2017წ. – კომისიის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადოქტორო დისერტაციის საბჭო.

აქტიურადაა ჩართული საკონკურსო კომისიებში: 2015 წელი. კომისიის წევრი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი; 2016 წელი, კომისიის თავმჯდომარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის გამგის, პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი; 2017 წელი, ილია ვეკუას სახელობითი სტიპენდიის სამეცნიერო კომისიის ჟიურის წევრი; 2018 წელი, კომისიის წევრი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ტურიზმის მიმართულებაზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი; 2015-2017 წწ. კომისიის ჟიურის წევრი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საერთაშორსო სტუდენტური კონფერენცია (მ.შ. რეგიონალური კონფერენციები-ბორჯომსა და ზუგდიდში).

2020 წლიდან დღემდე განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მუშაობს აკრედიტაციის დარგობრივ ექსპერტად. არის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი (1992-93 წწ).