სტუდენტური კონფერენცია

2022 წლის XV კონფერენცია

საქართველოს სტუდენტთა XV სამეცნიერო კონფერენცია 11 მაისს ონლაინ ჩატარდა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია 2008 წლიდან ყოველ წელს ტარდება სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.კონფერენციის ორგანიზატორია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური.წლევანდელი კონფერენცია საიუბილეოა, მეთხუტმეტედ ტარდება. მასში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა სტუდენტმა. მათი უმრავლესობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლობენ როგორც თეორიულ, ისე საშემსრულებლო მიმართულებებზე. მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივ, ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.კონფერენცია გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ნატო გენგიურმა.სტუდენტებს მიესალმნენ სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზვიად დოლიძე, კონსერვატორიის პროფესორი მარინა ქავთარაძე, პროფესორი გიორგი ჩართოლანი, უნივერისტეტის ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი ანანო სამსონაძე.იმუშავა 10 სექციამ: თეატრმცოდნეობის, ქორეოლოგიისა და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის. ცალკე სექცია მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს, რომელზეც ასოც. პროფასორ მაია კიკნაძის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მისი შემოქმედების შესახებ. სექციებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები: მაკა ვასაძე, თამარ ცაგარელი, ანანო სამსონაძე, მარინა ხარატიშვილი, ზვიად დოლიძე, ეკატერინე კიკნაძე, ნანა დოლიძე, გიორგი ჩართოლანი, დოდო ჭუმბურიძე, მალხაზ ღვინჯილია.13 მაისს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში მომხსენებელ-სტუდენტთა სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება და სტუდენტური კონფერენციის იუბილესადმი მიღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

Back to list