გამოცემები

გიორგი რაზმაძე – ქართული კინომცოდნეობა ისტორიულ კონტექსტში 2020

აღნიშნული წიგნი არ წარმოადგენს ქართულ კინომცოდნეობაზე დაწერილ ცალსახად ისტორიოგრაფიულ ან ვიწროდ დარგობრივ შრომას, იმის მიუხედავად, რომ მასში ქართული კინომცოდნეობის მანამდე შეუსწავლელი წარსულის სისტემატიზაციისა და სამეცნიერო გამოკვლევის ნიმუშებს წააწყდებით. მკითხველს ვთავაზობ კულტურული ლანდშაფტის ქანებში ჩამარხული ისტორიული ფონისა და მასი ზოგიერთი ასპექტის როგორიცაა, მაგალითად, ცენზურა ამოკრეფასა და მათზე მსჯელობას.

წიგნში ასევე ნახავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კინოთეორიის გააზრების მცდელობასაც. ასევე საუბარია იმ მიდგომებზე, რომლებსაც პროფესიონალი კინომცოდნე, ენიგმატური ხელოვნების, სამყაროსა თუ სოციალური მოვლენის ახსნისას უნდა მიმართავდეს. ასევე ეხება: `კრიტიკულ თეორიას, `გრანდ თეორიას, ფენომენოლოგიასა და სხვა.

ISBN 978-9941-9706-2-7

Back to list