კრებულში შესულია თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის IV სიმპოზიუმის მასალები, რომელიც ჩატარდა 2014 წელს თბილისის სრთაშორისო ფესტივალის ქართული სპექტაკლების შოუ ქეისი დროს. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი…) და ქართველმა თეატრმცოდნეებმა.
2014 წელი იუნესკოს გადაწყვეტილებით უილიამ შექსპირის წელიწადად იყო გამოცხადებული. სიმპოზიუმი – „ჩვენი დროისა და ჩემი ქვეყნის შექსპირი“ – დიდი ბრიტანელი ბარდის 450 წლის იუბილეს მიეძღვნა და, შეძლებისდაგვარად, ასახა ის ფაქტი, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მისი უნივერსალობა, მისი პიესების ხორცშესხმის ჟანრული, სტილისტური თუ ესთეტიკური მანერის შეცვლა.
კრებულს ხსნის კანადელი მეცნიერის სტატია, სადაც შქსპირის ვინაობის ახალი თეორია არის წარმოდგენილი. მას მოსდევს ესეები, სადაც განხილულია ერთი რეჟისორის ერთი სპექტაკლი, ერთი რეჟსორის შექსპირიანა და ბოლოს ისტორიული მიმოხილვები, რომელიც რუბრიკას „შექსპირი ჩემს ქვეყანაში“ ესადაგება.
კრებული გამოცემულია ინგლისურ ენაზე.

