სიახლე

დასრულდა კლასტერული აკრედიტაციის პროცესი უნივერსიტეტის სამივე საფეხურის 27 საგანმანათლებლო პროგრამაზე

დასრულდა კლასტერული აკრედიტაციის პროცესი

უნივერსიტეტის სამივე საფეხურის 27 საგანმანათლებლო პროგრამაზე

გვსურს გაგიზიაროთ სასიხარულო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია – 2023 წლის დეკემბერში სახელოვნებო მიმართულების 27 საგანმანათლებლო პროგრამაზე   მივიღეთ კლასტერული აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით!

ვულოცავთ ამ წარმატებას მთლიანად უნივერსიტეტს, სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს!

აკრედიტაცია მოვიპოვეთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

დრამის ფაკულტეტი (პირველი კლასტერი):

  • ,,მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობი მუსიკალური თეატრის მსახიობი; თოჯინების თეატრის მსახიობი  პანტომიმის თეატრის მსახიობი)” საბაკალავრო პროგრამა;
  • ,,თეატრის რეჟისურის” საბაკალავრო პროგრამა;
  • ,,ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის” საბაკალავრო პროგრამა;
  • ,,ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი)” საბაკალავრო პროგრამა;
  • ,,სადადგმო ხელოვნების (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)” სამაგისტრო პროგრამა;
  • ,,მეტყველების კულტურის (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)” სამაგისტრო პროგრამა;
  • ,,თეატრისა და კინოს დრამატურგის ხელოვნების (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)” სამაგისტრო პროგრამა;
  • ,,თეატრის რეჟისურის (შემოქმედებითი პედაგოგიკა)” სადოქტორო პროგრამა.

კინო-ტელე ფაკულტეტი (მეორე კლასტერი):

  • მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის” საბაკალავრო პროგრამა;
  • “ტელერეჟისურის” საბაკალავრო პროგრამა;
  • “ანიმაციური კინოს რეჟისურა და თანამედროვე ტექნოლოგიების” საბაკალავრო პროგრამა;
  • “ხმის რეჟისურის” საბაკალავრო პროგრამა;
  • “კინო-ტელე ოპერატორის” საბაკალავრო პროგრამა;
  • “აუდიოვიზუალური რეჟისურის (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ხმის, ტელე)” სამაგისტრო პროგრამა;
  • “კინო-ტელე ოპერატორის (თეორია და პრაქტიკა)” სამაგისტრო პროგრამა;
  • “აუდიოვიზუალური ხელოვნების” სადოქტორო პროგრამა.

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

(მესამე  და მეოთხე კლასტერი)

  • “თეატროლოგიის” საბაკალავრო პროგრამა;
  • კინომცოდნეობის” საბაკალავრო პროგრამა;
  • “ხელოვნებათმცოდნეობის (ხელოვნების ისტორია და თეორია)” საბაკალავრო პროგრამა;
  • “თეატროლოგიის” სამაგისტრო პროგრამა;
  • “კინომცოდნეობის” სამაგისტრო პროგრამა;
  • “ეთნო-ქორეოლოგიის (ქართული ქორეოგრაფიის ისტორია, თეორია და კრიტიკა)” სამაგისტრო პროგრამა;
  • “ხელოვნებათმცოდნეობის (ქართული ხელოვნება –კვლევა და დაცვა)” სამაგისტრო პროგრამა;
  • “თეატროლოგიის” სადოქტორო პროგრამა;
  • “კინომცოდნეობის” სადოქტორო პროგრამა;
  • “ქორეოლოგიის (ქორეოგრაფიული ხელოვნების კვლევა)” სადოქტორო პროგრამა;
  • “სახელოვნებათმცოდნეო კვლევების (ქართული ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში)” სადოქტორო პროგრამა.
Back to list