
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
თეატროლოგი, სათეატრო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ქართული სექციის მდივანი (IATC).
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2015 მიიღო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი.
არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კითხულობს ლექციების კურსს მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ასევე თეატრის კრიტიკასა და თეორიაში. უნივერსიტეტში მსოფლიო თეატრის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელია.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ დირექტორი;
2005 წ-დან დღემდე საქართველოს თეატრის, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა რეგისტრირებული კავშირის „კულტურა“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე;
2005-2009 წ. წ. დამფუძნებელი და რედაქტორი გაზეთის „კულტურა“;
სისტემატურად აქვეყნებდა და აქვეყნებს სტატიებს, წერილებს, რეცენზიებს თანამედროვე თეატრალურ პროცესებზე და პრობლემებზე საერთაშორისო და ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებში. არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, რედაქტორი, შემდგენელ-რედაქტორი.
სხვადასხვა წელს იყო საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი, თეატრების განხრით; იყო და არის თბილისის მერიის თავისუფალი თეატრალური პროექტების კომისიის წევრი, საქართველოსა და უცხოეთის სათეატრო ფესტივალების ჟიურის და კომისიის წევრი.
2022 წელს დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის პრიზით ნომინაციაში წლის საუკეთესო რეცენზია.
2024 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა ვალერიან გუნიას სახელობის პრემიით წიგნისთვის – რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა.