თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია

„შექსპირი, ჩვენი მუდმივი თანამედროვე: ძალაუფლება, პოლიტიკა და წარმოდგენა“

26-28 ნოემბერი, 2026

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IATL) თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციას, რომელიც 2026 წლის 26-28 ნოემბერს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართება.

კონფერენცია ეძღვნება უილიამ შექსპირის შემოქმედების თანამედროვე გააზრებას და მისი დრამატურგიის აქტუალობას დღევანდელ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში.

კონფერენციის კონცეფცია უკავშირდება იან კოტის ცნობილი წიგნის „შექსპირი, ჩვენი თანამედროვე“ პირველ ქართულ გამოცემას, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ გამოიცა.

კონფერენცია გააერთიანებს ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, თეატრის თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს, რათა შეიქმნას სივრცე პროფესიული აზრთა გაცვლისთვის, ახალი კვლევებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის.

კონფერენციის თავმჯდომარე: პროფესორი ოქტავიან საიუ

კონფერენციის ხელმძღვანელი: ანა კვინიკაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი

პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს შექსპირის ასოციაცია.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ.

კონფერენციის სპონსორია საქართველოს ბანკი.

–

იხ. კონფერენციის სრული პროგრამა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციასა (IATL – International Association of Theatre Leaders) და რუსთაველის ეროვნულ თეატრთან თანამშრომლობით,

2025 წლის 28, 29 და 30 ნოემბერს წარმოგიდგენთ

თბილისის პირველ საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციას

(კონფერენცია ეძღვნება რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრის“ 50 წლის იუბილეს).

საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი თეატრის პრაქტიკოსები და მკვლევრები, რომლებიც წარმოადგენენ ბრეხტის მემკვიდრეობის კვლევის თანამედროვე მიმართულებებს: ეპიკური თეატრის მოდელიდან პოსტდრამატულ ფორმებამდე:

  • ოქტავიან საიუ, რუმინელი თეატრის მკვლევარი და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი, სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი;
  • პატრიკ პრიმავესი – თეატრის მკვლევარი, ლაიფციგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, თეატრალური კომპეტენციის ცენტრის დირექტორი;
  • ნოა ვილუმსენი – გერმანული ენის ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ბერტოლტ ბრეხტის არქივის დირექტორი;
  • არმანდო როტონდი – თეატრის მკვლევარი, ბარსელონას ხელოვნების უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
  • ლივიუ რომანესკუ – Teatrelli-ს (საშემსრულებლო ხელოვნების მულტიდისციპლინური სივრცე ბუქარესტში, რუმინეთი) სამხატვრო ხელმძღვანელი.

სპეციალური პანელი დაეთმობა რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრის“ კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას. კონფერენციაში ჩაერთვებიან ახალგაზრდა მკვლევრებიც, რაც უნიკალური შესაძლებლობა იქნება უნივერსიტეტის დოქტორანტებისა და თეატრის კვლევის მიმართულების მაგისტრანტებისა თუ ბაკალავრებისთვის.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციასა (IATL) და რუსთაველის ეროვნულ თეატრთან თანამშრომლობით.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ხელოვნების სასახლე.

პროგრამის დღის წესრიგი იხილეთ ამ ბმულზე