ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. დაიცვა დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.

კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2007 წლიდან იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პედაგოგი, ხოლო 2015 წლიდან ასისტენტ-პროფესორია. არის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სექციის მდივანი.

უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს სამივე საფეხურზე: კოსტიუმის ისტორიას, მსოფლიო ხელოვნების ისტორიას, ქართულ ხელოვნების ისტორიას, ქართული ხელნაწრი წიგნის შემკულობას და სხვ.

არის ოთხი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი. ერთი მონოგრაფია, რომელიც თბილისის წმიდა სამების ეკლესიას ეხება, გამოცემულია ევროპის შვიდ ენაზე. პუბლიკაციები ქვეყნდება, როგორც ამერიკულ, ისე ევროპის სამეცნიერო კრებულებში. ასევე მონაწილეობას ღებულობს თბილისში გამართულ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

სამეცნიერო ინტერესებია: ქართული მხატვრობა, როგორც შუა საუკუნეებში, ისე თანამედროვე ხანაში. იკონოგრაფია.

არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი: 2018-2022 და 2022- დღემდე.