ელ. წიგნები

ჟანა თოიძე – სასიმღერო ხმის წარმართვის მეთოდიკა (2018)

სახელმძღვანელოში აქცენტირებულია საქართველოში პროფესიული ვოკალური სკოლის ფუძემდებლების – პროფესორ ო. ბახუტაშვილი-შულგინას, პროფესორ ე. ვრონსკის, პროფესორ ე. რიადნოვის ძირითადი მეთოდური პოსტულატები, რაზეც გაიზარდა არაერთი გამოჩენილი ქართველი მომღერალი.

შემდგომი ამოცანაა, გავაანალიზოთ მომდევნო თაობის ქართველი მომღერლების პედაგოგიური მოძღვრება – რამდენად აგრძელებენ ისინი თავიანთი პედაგოგების სკოლას, მეთოდიკას, რამდენად ითვალისწინებენ მათ პოსტულატებს, რჩევებს.

ამ მიზნით საჭიროდ მიმაჩნია, პირველ რიგში, გავაშუქო და გავაანალიზო იმ მომღერალი-პედაგოგების ვოკალური სკოლა, რომელთა მეთოდიკას ვეზიარე, შევისწავლე როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, მეცადინეობის – ხმის წარმართვის დროს (კერძოდ: ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო მუსიკალურ „ნიჭიერთა ათწლედში“, ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებელში; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასპირანტურაში სწავლის დროს და დისერტაციებზე მუშაობის პროცესში).

გადმოწერა

Back to list