თბილისის რიგით XVII საერთაშორისო სტუდენტურმა კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა.
7 ივლისს, “თეატრალურმა” ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა, რომელზეც საკონკურსო კინოპროგრამისა და „ფიჩინგ ფორუმის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 20 ქვეყნის /ალბანეთი, არგენტინა, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, კანადა, პოლონეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ლიეტუვა, ლიბანი, ინდოეთი, სლოვაკეთი, საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, ფინეთი, ჩეხეთი/ 27 კინოსკოლა მონაწილეობდა.
წლევანდელი საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ სცენარისტი და დამოუკიდებელი კინორეჟისორი აშვინი მალიკი (ინდოეთი), რეჟისორი და პროდიუსერი მარიამ კანდელაკი (საქართველო), კინორეჟისორი ბერტ ბეიენსი (ბელგიის სამეფო).
კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის სტუდენტური ჟიურის წევრები იყვნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კინომცოდნეები: ნინი მუჩიაშვილი, სანდრო საგინაძე და თინათინ ასათიანი.
ჟიურიმ, კინოპროგრამის გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:
- გრან-პრი – Phalene – Dir. Sara Anais Desbenoit Fiction 20 min. Le Fresnoy (France) / “პალენი” – რეჟ. სარა ანაის დესბენუა. მხატვ. 20წთ. Le Fresnoy (საფრანგეთი)
- საუკეთესო მხატვრული ფილმი – Pianissimo – Dir. Rebeka Sobolova – Fiction 25 min. VSMU (Slovakia) / “პიანისიმო” – რეჟ. რებეკა სობოლოვა. მხატვ. 25 წთ. VSMU (სლოვაკეთი)
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – Samgori Girls – Dir. Ana Mamaiashvili Documentary 14 min TAFU (Georgia) / “სამგორის გოგოები” – რეჟ. ანა მამაიაშვილი. დოკ. 14 წთ. TAFU (საქართველო)
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი – Rising Above – Dir. Natalie Durchankova Animation 4 min. FAMU (Czechia) / “მაღლასვლა” – რეჟ. ნატალი დურჩანკოვა. ანიმ. 4წთ. FAMU (ჩეხეთი)
- ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – Where are you Father – Dir. Doc. 25 min. Nika Odishelidze TAFU (Georgia) / “სად ხარ მამა” – რეჟ. ნიკა ოდიშელიძე. დოკ. 25წთ. TAFU (საქართველო)
- ჟიურის სპეციალური აღნიშვნა რეჟისურისთვის – The First Patient – Dir. Ondrej Nualauer Fiction 19 min. FAMU (Czechia) / “პირველი პაციენტი” – რეჟ. ონდრეი ნუალაუერი. მხატვ. 19 წთ. FAMU (ჩეხეთი)
- სტუდენტური ჟიურის პრიზი – Flowering Man – Dir. Soumayajit Ghosh Dastidar Fiction 24 min. Film and Television Institute of India / “აყვავებული კაცი” – რეჟ. სოუმაიაჯიტ გოშ დასტიდარი. მხატვ. 24წთ. (ინდოეთი)
ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები:
- საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის – Rooted – Dir. Andrea Lejault Fiction 22 min LA FEMIS (France) / “დაფესვიანებული” – რეჟ. ანდრეა ლეჟოლტი. მხატვ. 22წთ LA FEMIS (საფრანგეთი)
- საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის – Mudhole – Dir. Job Antoni – Fiction 26 min. DFFB (Germany) / ლაფი – რეჟ. იობ ანტონი მხატვ. 26 წთ. DFFB (ბერლინი)
- საუკეთესო რეჟისორისთვის – Paul and Paul – Dir. Hugo Drechsler Documentary 29 min. Netherlands Film Academy (Holland) / “პოლი და პოლი” – რეჟ. ჰუგო დრეშლერი. დოკ.29 წთ. (ნიდერლანდების სამეფო)
ფორუმის ჟიურიმ გამოავლინა 3 გამარჯვებული, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
TISFF 2024-ის ტუტორი და ჟიურის წევრები იყვნენ:
ტუტორი: ბაქარ ჩერქეზიშვილი – რეჟისორი
ჟიური: ოთარ შამათავა – რეჟისორი და პროდიუსერი; ლევან კიტია – რეჟისორი და პროდიუსერი; მირანდა ნამიჭეიშვილი – რეჟისორი
2024 წლის ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი – “ჩემი ფესვები მტოვებენ” – ლუკა კოპალეიშვილი, ანა მამაიაშვილი (5000 ლარი)
II ადგილი – “ქსპერიმენტი KEYS” – გიორგი თბილელი (3000 ლარი)
III ადგილი – “მეორე მხარე” – საბა ქარელი (2000 ლარი)
*საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის (საქანიმა) სპეციალური პრიზი – სტუდენტური ანიმაციური ფილმის პროექტის („გაჭიანურება“) საუკეთესო პრეზენტაციისათვის სპეციალური ჯილდო (5000 ლარი) – ანიმაციური ფილმის წარმოებისათვის ტექნიკური მხარდაჭერა – გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტს თათუკა მუსერიძეს.
ფესტივალი განხორციელდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
პარტნიორები: საქართველოს კინოაკადემია, Lepert • ლეპერტ, Radio Fortuna FM 106,9, შავი ლომი · Shavi Lomi – Tbilisi Cuisine.