სიახლე

ბრძანება კინო-ტელე ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბრძანება N 173/22024

წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი

კინო – ტელე ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კინო – ტელე ფაკულტეტი

ხმის რეჟისურის მიმართულება

1. ასისტენტ-პროფესორი 1 საშტატო ერთეული

2. კინო – ტელე ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრებისა და კანცელარიის სამსახურის კადრების მიმართულების კოორდინატორი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 24 სექტემბრიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 25 ოქტომბრიდან და გაგრძელდეს 2024 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

საფუძველი: 2024 წლის 23 სექტემბრის აკადემიური საბჭოს სხდომის #14 დადგენილება.

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

Back to list