სიახლე

ბრძანება N 20/2. 2025 – 2026 სასწავლო  წლის დაწყებისა  და სასწავლო პროცესის დარეგულირების  შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბრძანება N 20/2
2025 წლის 03 თებერვალი ქ. თბილისი

2025 – 2026 სასწავლო წლის დაწყებისა და სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 – 2026 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ბაკალავრიატი

შემოდგომის  სემესტრი

1 სექტემბერი – 10 სექტემბერი  – ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია

15 სექტემბერი – 27 დეკემბერი  –  სალექციო პერიოდი

29 დეკემბერი -10 იანვარი –  საშობაო არდადეგები

12 იანვარი – 7 თებერვალი  –  საგამოცდო სესია

9 თებერვალი – 14 თებერვალი –  დამატებითი გამოცდები

16 თებერვალი – 28 თებერვალი –  არდადეგები

გაზაფხულის სემესტრი

16 თებერვალი – 25 თებერვალი  – ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია

2 მარტი  – 13 ივნისი –  სალექციო პერიოდი

15 ივნისი – 11 ივლისი –  საგამოცდო სესია

13 ივლისი – 18 ივლისი –  დამატებითი  გამოცდები

მაგისტრატურა – დოქტორანტურა

შემოდგომის  სემესტრი

15 სექტემბერი – 25 სექტემბერი –  ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია

29 სექტემბერი – 21 იანვარი – სალექციო პერიოდი

1 იანვარი  – 10 იანვარი –  საშობაო არდადეგები

22  იანვარი – 12 თებერვალი –  საგამოცდო სესია

13 თებერვალი  – 20 თებერვალი –  დამატებითი  გამოცდები

21 თებერვალი – 28 თებერვალი –  არდადეგები

გაზაფხულის სემესტრი

21 თებერვალი – 28 თებერვალი –   ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია

2 მარტი  – 13 ივნისი –  სალექციო პერიოდი

15 ივნისი – 11 ივლისი –  საგამოცდო სესია

13 ივლისი – 18 ივლისი –  დამატებითი  გამოცდები

2. დადგენილება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გაზეთში და განთავსდეს უნივერსიტეტისო ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს აკადემიური საბჭოს  თავმჯდომარემ.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

საფუძველი: 03.02.2025 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის
№ 2  დადგენილება

გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი

Back to list